Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გზა ბატონყმობისკენ
გზა ბატონყმობისკენ
გზა ბატონყმობისკენ
Ebook94 pages25 minutes

გზა ბატონყმობისკენ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

პოლიტიკური ფილოსოფიის, ინტელექტუალური და კულტურული ისტორიისა და ეკონომიკის უზადო ნაშრომი, "გზა ბატონყომობისკენ" თითქმის საუკუნის განმავლობაში შთააგონებს და რისხვას ჰგვრის პოლიტიკოსების, საწავლულებისა და უბრალო მკითხველების არაერთ თაობას. თავდაპირველად 1944 წელს გამოქვეყნებული – როდესაც ელეანორა რუზველტმა მხარი დაუჭირა სტალინის ძალისხმევას, აინშტაინმა კი სოციალურ პროგრამას მოაწერა ხელი – "გზა ბატონყმობისკენ" ერეტიკულად ჩაითვალა წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლის საშიშროებათა გამო გაფრთხილებისთვის. აქ შემოთავაზებულია ამ წიგნის შეკვეცილი ვერსია, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა "რიდერს დაიჯესტში".
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 6, 2022
გზა ბატონყმობისკენ

Related to გზა ბატონყმობისკენ

Related ebooks

Reviews for გზა ბატონყმობისკენ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გზა ბატონყმობისკენ - ფრიდრიხ ჰაიეკი

    ფრიდრიხ ჰაიეკი - გზა ბატონყმობისკენ

    Friedric Hayek – Road to Serfdom

    სარჩევი

    დაგეგმვა და ძალაუფლება

    საფრთხის წინაპირობა

    დაგეგმვის ლიბერალური გზა

    უდიდესი უტოპია

    ლიბერალიზმი და ძალაუფლება

    რატომ ექცევა სათავეში ყველაზე უარესი?

    დაგეგმვა კანონის უზენაესობის საპირისპიროდ

    არის კი დაგეგმვა „გარდაუვალი"?

    შესაძლებელია, რომ დაგეგმვამ გაგვათავისუფლოს  საზრუნავისგან?

    უსაფრთხოების ორი სახესხვაობა

    უკეთესი სამყაროსკენ

    (სრული სახით გამოქვეყნდა 1944 წელს, ხოლო წინამდებარე თარგმანი  არის 1945 წლის აპრილში „რიდერს დაიჯესტში" გამოქვეყნებული  ტექსტის შემოკლებული ვერსია).

    გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების მიერ მე-19 საუკუნის  30-იან და 40-იან წლებში განხორციელებული ძალმომრეობის მნიშვნელოვანმა მასშტაბებმა გააძლიერა იმის რწმენა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლებელია ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბება. მაგრამ, ნება მოგვეცით,  გაგახსენოთ – ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ გერმანიაში მოხდებოდა, წარმოუდგენელი იყო  არა მხოლოდ თავად გერმანელთა ცხრა მეათედისთვის, არამედ ყველაზე უფრო მტრულად განწყობილი უცხოელი დამკვირვებლებისთვისაც კი.

    უამრავი თავისებურება, რომელიც მაშინ აღიქმებოდა, როგორც  „სახასიათოდ გერმანული, ამჟამად ამერიკასა და ინგლისს ერთნაირად ახასიათებს. უამრავი ნიშანი, მაგალითად ხელისუფლების  გაზვიადებული თაყვანისცემა, „გარდაუვალობისადმი მორჩილება,  ყველაფრის „მოწესრიგებით (ახლა ამას „დაგეგმვას ვუწოდებთ) გატაცება, მომავალში გერმანიის მსგავსი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობაზე მიუთითებს.

    საფრთხის არსსა და შესაძლო შედეგებს ამ ქვეყნებში კიდევ  უფრო ცუდად აღიქვამენ, ვიდრე გერმანიაში აცნობიერებდნენ. მთავარი უბედურება კი კვლავ იმის არდანახვაა, რომ გერმანიაში ნაცისტურ ძალებს მეტწილად სოციალისტური მრწამსით აღტკინებული  იმ ადამიანების კეთილგანწყობამ გაუხსნა გზა, რომლებიც ყოველივე  იმას ემხრობოდნენ, რაც მათთვის მიუღებელი იყო. ცოტა ვინმე თუ  აცნობიერებს, რომ ფაშიზმისა და მარქსიზმის აღზევება, წინარე პერიოდის სოციალისტური ტენდენციების საწინააღმდეგოდ მიმართული უკუქმედება კი არა, მათი გარდაუვალი შედეგი იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებულ მოძრაობათა ლიდერების  დიდმა ნაწილმა, იტალიელი მუსოლინიდან მოყოლებული (ფრანგი ლავალისა და ბრიტანელი ქვისლინგის ჩათვლით), მოღვაწეობა დაიწყეს, როგორც სოციალისტებმა და დაამთავრეს, როგორც ფაშისტებმა ან ნაცისტებმა.

    დღეს, დემოკრატიულ ქვეყნებში, მათი უმრავლესობა, ვისაც  გულწრფელად სძაგს ნაციზმის ყოველგვარი გამოვლინება, სინამდვილეში იმ იდეალებს ემსახურება, რომელთა განხორციელებაც უშუალოდ ხსნის გზას საძულველ ტირანიამდე. მათი უმეტესობა, ვისი  შეხედულებებიც მოვლენათა განვითარებაზე გავლენას ახდენს, ძირითადად, სოციალისტები არიან. მათ სჯერათ, რომ ჩვენი ეკონომიკური  ცხოვრება „გონივრულად მართვადი უნდა იყოს და კონკურენციას  „ეკონომიკური დაგეგმვა უნდა ჩაენაცვლოს. მაგრამ, განა შეიძლება  წარმოვიდგინოთ იმაზე უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ჩვენდა უნებურად, იმის სრულიად საწინააღმდეგო ნაყოფის მიღებაა, რისკენაც  ასე ვილტვოდით, როდესაც მიზამნიმართულად ვცდილობდით, რომ  ჩვენი მომავლი უმაღლესი იდეალების მიხედვით მოგვეწყო? 

    დაგეგმვა და ძალაუფლება

    საკუთარი მიზნების მისაღწევად, დამგეგმავებს ისეთი ძალაუფლება სჭირდებათ,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1