Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

თამარ დედოფალი
თამარ დედოფალი
თამარ დედოფალი
Ebook157 pages1 hour

თამარ დედოფალი

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

"თამარ დედოფალი" (1903) ჰამსუნის მეხუთე და ბოლოსწინა პიესაა, რომლის შთაგონების წყაროს საქართველოს ისტორია წარმოადგენს, რასაც ავტორი 1899 წელს კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო. პიესა მოგვითხრობს თამარისა და მუსლიმთა ხანის ომის ამბავს, რომელსაც რომანტიულ ხაზად დედოფლისა და მისი მეუღლის, მთავარ გიორგის ურთიერთობა გასდევს. პიესა შესრულდა კნუტ ჰამსუნის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე 2009 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 16, 2021
თამარ დედოფალი

Related to თამარ დედოფალი

Related ebooks

Reviews for თამარ დედოფალი

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    თამარ დედოფალი - კნუტ ჰამსუნი

    კნუტ ჰამსუნი - თამარ დედოფალი

    Knut Hamsun - Dronning Tamara.

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის აკაკი გელოვანს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მანდრაგორი

    მოქმედი პირები

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    პიესა სამ მოქმედებად

    მანდრაგორი

    (,,თამარ მეფის" ექსპოზიციის მაგიერი)

    ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იზრდება

    მთის ფერდობზე ეს ყვავილი პატარა,

    მთვარის შუქზე ნაპერწკლებად ინთება

    და ივსება შხამის ცვარით მათარა.

    ჯადოსნური ფესვი მისი ძვირდება,

    წვენი მისი ტანში ცეცხლად დაგივლის -

    ასეთია მანდრაგორას ყვავილი.

    იცის მწარე, ჩუმი შურისძიება,

    ზოგს აგიჟებს, დამერწმუნეთ ამაში,

    ზოგს აიტანს სასიკვდილო ციება,

    ზოგან არის სიცილი და თამაში;

    ხან მშვიდია, ხან ერთობა დავაში,

    აუტყდება მწარე ენის ქავილი -

    ასეთია მანდრაგორას ყვავილი.

    მაგრამ ზოგჯერ, სხივნათელი დილითა,

    გულებს ისევ აუთრთოლებს ლამაზებს,

    დამზრალ იმედს ათბობს ტრფობის სხივითა,

    უანგარო სიყვარულით აღავსებს,

    მზერას ალხენს ისევ ფირუზივითა,

    მეგობარი, მზეში გამოყვანილი -

    ასეთია მანდრაგორას ყვავილი.

    მოქმედი პირები

    თამარი, საქართველოს დედოფალი

    მთავარი გიორგი, მისი ქმარი

    გიორგი, რუსუდანი - მათი ქალ-ვაჟი

    იღუმენი (წინამძღვარი)

    მოძღვარი

    ფატიმა

    ტოვინის ხანი

    ზაიდათა, იუანატა, სოფიატა, მეცედუ - დედოფლის მოახლეები

    ადიუტანტი მთავარ გიორგისა

    ორი თათარი ოფიცერი

    ორი ტყვე ქართველი

    ჰეტმანი (ასისთავი)

    დედოფლის ოფიცრები და ჯარისკაცები. ტოვინელი ოფიცრები და ჯარისკაცები. ბერები, მწერლები, მუსიკოსები, მოცეკვავე ქალები, გოგოები. მოსამსახურეები.

    პირველი მოქმედება

    თამარის ციხე აბისთან, ზაფხულის თბილი დღე. სვეტებით დამშვენებული დარბაზი. ყველგან ქართული და აღმოსავლური ხალიჩები, მდიდრული სავარძლები და ფარდაგებია, დიდი სახატის წინ ჩაუქრობელი ლამპარი გიზგიზებს, სვეტების რიგი გადის მოფარდაგებულ დარბაზში, სცენის სიღრმეში დაბალი კიბეა, რაც გარეთ გადის. სვეტებს შორის ყვავილებიანი ლარნაკებია. დარბაზი მოფენილია დიდი თაიგულებით, იატაკზეც ყვავილებია. მარჯვნივ ორი კარია, იქით კი მოსასვენებელი ოთახები, ისიც ნოხებითა და ფარდაგებით დამშვენებული. მარცხნივ, სულ სიღრმეში, რკინით მოჭედილი კარია. წინა მხარეს, რამდენიმე საფეხურის თავზე, ამაღლებული ადგილია. აქ დგას დედოფლის ტახტი, ნახევრად სახედაფარულ ქალიშვილებს მარჯვენა კარიდან შემოაქვთ ყვავილები. შავფაფახებიანი და ყავისფერფოჩებიანი შეიარაღებული მსახურები მათ ეხმარებიან. იმავე კარში შემოდის ჯარისკაცი და მიდამოს ათვალიერებს.

    პირველი მსახური. საით გაგიწევია?

    ჯარისკაცი. არ ვიცოდი, საით გამევლო და აქ შემოვხეტიალდი.

    პირველი მსახური. მერე, აქედან საით უნდა წახვიდე?

    ჯარისკაცი. მეფე გიორგისთან. ბანაკიდან ვარ.

    პირველი მსახური. მაშ მოვახსენებ. (გადის)

    მეორე მსახური. ისე გამოიყურები, როგორც დამარცხებული მეომარი.

    ჯარისკაცი. შენ ჰგავხარ ადამიანს, რომელსაც ამ საქმისა არაფერი გაეგება.

    მეორე მსახური. რაო, შენ სიტყვის შემობრუნებას ბედავ? იცი თუ არა, ვის ელაპარაკები?

    ჯარისკაცი. შენც დედოფლის მსახურთან გაქვს საქმე.

    ზაიდათა. ეს კაცი მართალს ამბობს, თვითონაც დედოფლის მსახურია.

    მეორე მსახური. დიახ, მაგრამ მე შემიძლია წავიდე, საითაც ვინებებ, ეს კი კარებში უნდა იდგეს.

    ზაიდათა. წყნარად, მეფე გიორგი მობრძანდება.

    (პირველი ფარდაგი აიწევა და შემოდის მთავარი გიორგი. უწვერულვაშოა. თეთრ ფაფახს ატარებს და ღია-მწვანე ფერის ხავერდის ხიფთანს, მკერდზე ოქროს ძეწკვი ჰკიდია, მდიდრულად მოოჭვილ ქამარზე კი ხმალ-ხანჯალი, ყვითელი ტარსიკონის ჩექმები აცვია, თეთრი შარვალი ჩექმის ყელში აქვს ჩატანებული. უკან მოჰყვება ადიუტანტი, რომელიც ჯარისკაცს ნიშანს აძლევს, მომიახლოვდიო)

    გიორგი. ბანაკიდან მოდიხარ?

    ჯარისკაცი. დიახ, მეფეო.

    გიორგი. სიწყნარეა?

    ჯარისკაცი. დიახ.

    გიორგი, რისთვის ხარ გამოგზავნილი?

    ჯარისკაცი. მტრის პირისპირ ვდგავართ. გთხოვთ მოახტეთ ცხენს და ჩვენთან წამოხვიდეთ.

    გიორგი. ტარასმა გამოგაგზავნა?

    ჯარისკაცი. დიახ.

    გიორგი. (ფიქრის შემდეგ) გადაეცი ტარასს, დაისვენონ. მე მოვალ რამდენიმე დღისა და ღამის შემდეგ. (ჯარისკაცი გადის)

    გიორგი. გაიგე ჩემი პასუხი?

    ადიუტანტი. ვერა.

    გიორგი. მე მინდა ჩემი ხალხი გამოვცადო. დღესვე ღამით ბანაკს დავათვალიერებ.

    ადიუტანტი. აჰა!

    გიორგი. მე მკაცრი ბელადი ვარ.

    ადიუტანტი. შენ დიდი ბელადი ხარ.

    გიორგი. მე დედოფლის მსახური ვარ... უბრძანე, მღვდელი მომგვარონ. (ადიუტანტი გადის) ჰეი, ზაიდათა!

    ზაიდათა. შენი მხევალი აქ არის.

    გიორგი. ყვავილებს გართმევენ ხოლმე, ვისთვის?

    ზაიდათა. მალე მობრძანდება დედოფალი. იქ, დაბლა, გზაში უკვე ჩანს მისი ამალა.

    გიორგი. დედოფალი - ჩემი მეუღლეა. შენ კი შეიძლება ჩემი სატრფო იყო.

    ზაიდათა. ამას მხოლოდ სიტყვით ამბობ. აი, მოვა დედოფალი და ის იქნება შენი სატრფოც.

    გიორგი. შენ ფიქრობ, რომ დედოფალი ამას ინებებს?

    ზაიდათა. ო, რა თქმა უნდა! განა შენი მეუღლე არ არის?

    გიორგი. რაღა თქმა უნდა, მისი სურვილი იქნება იყოს ჩემი სატრფო, და თუ არ ინებებს, ვაიძულებ. მე ხომ საამისოდ საკმაო ძალაუფლება მაქვს, ზაიდათა?

    ზაიდათა. დედოფალს არ მოვწონვარ, არც იუანატა და სოფიატა მოსწონს, რადგანაც ამ ქალებსაც საყვარლებს ეძახდი.

    გიორგი. ყველანი დედოფლის მსახურნი ვართ. დაიმახსოვრე ეს.

    იუანატა. ვატყობ, ნამდვილად გიხარია დედოფლის მოახლოება.

    გიორგი. ჩუმად. ზაიდათა, თვითონ ხარ დედოფალი და არსად არ არის შენი სადარი დედოფალი.

    ზაიდათა. ჩემი სადარი?

    გიორგი. შენი სადარიც.

    სოფიატა. არც შენი სადარი. ჰოდა, მართლა ასეა.

    ზაიდათა. ყოველივე ამას გვეუბნები აგერ უკვე რამდენიმე წელია, მაგრამ სხვას კი ფიქრობ. ერთია შენი ფიქრი: ქვეყნად ვერავინ შეედრებაო თამარ დედოფალს.

    გიორგი.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1