Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

წერტილები და ხაზბი
წერტილები და ხაზბი
წერტილები და ხაზბი
Ebook331 pages1 hour

წერტილები და ხაზბი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

რომანი მოგვითხრობს ორმაგი მკვლელობის შესახებ, რომელიც შენიღბულია, როგორც შეყვარებულთა თვითმკვლელობა, ჩადენილი მასშტაბური სამთავრობო კორუფციული სკანდალის დასაფარად (იმ დროის რეალური სამთავრობო სკანდალის საფუძველზე; 1958).
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
წერტილები და ხაზბი

Related to წერტილები და ხაზბი

Related ebooks

Reviews for წერტილები და ხაზბი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    წერტილები და ხაზბი - სეიჩო მაცუმოტო

    სეიჩო მაცუმოტო - წერტილები და ხაზები

    松本 清張 - 点と線

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის კლარა ჯაბუას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოწმეები

    შეყვარებულთა თვითმკვლელობა

    კასიისა და დასავლეთ კასიის სადგურები

    ტოკიოდან ჩამოსულები

    პირველი კითხვები

    ვერსია ოთხ წუთზე

    შემთხვევითობისა და წინასწარგანზრახულობის საკითხი

    ხოკაიდო და კიუსიუ

    ციფრული პეიზაჟი

    მოწმეები ხოკაიდოდან

    ურღვევი კედელი

    ძიუტარო ტორიგაის წერილი

    კიიტი მიხარას წერილი

    განმარტებები

    მოწმეები

    1

    საღამოს, 13 იანვარს, ტაცუო იასუდამ რესტორან „კოიუკიში" თავისი ნაცნობი მიიპატიჟა. ამ კაცს მაგიდის უფროსის თანამდებობა ეჭირა ერთ-ერთ სამინისტროში.

    ტაცუო იასუდა სათავეში ედგა ფირმა „იასუდა სეკაის", რომელიც საფაბრიკო მოწყობილობას აწარმოებდა. ბოლო წლებში ფირმა გაძლიერდა. ამბობდნენ, თავის აყვავებას იგი დიდ სახელმწიფოებრივ შეკვეთებს უნდა უმადლოდესო. ამიტომაც მეგობრობდა იასუდა ჩინოვნიკებთან.

    ის „კოიუკის" ხშირი სტუმარი გახლდათ. ამ რესტორანს პირველი კლასისას ვერ ვუწოდებთ, სამაგიეროდ, აქ სიმყუდროვეა და სტუმრები თავისუფლად გრძნობენ თავს. რაც მთავარია, მშვენიერი ოფიციანტი ქალები ჰყავთ, თითქოს საგანგებოდ შერჩეულები.

    იასუდას კარგ კლიენტად თვლიდნენ. მას ფული არ ენანებოდა. მეგობრებს რომ პატიჟებდა, ოფიციანტ ქალებს ეუბნებოდა, ეს ჩემი ბიზნესიაო. მაგრამ თავისი მეგობრების საქმიანობაზე ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა.

    სწორედ ამ ხანებში წარმოებდა ერთ-ერთ სამინისტროში ქრთამის აღებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება. ამბობდნენ, სამინისტროში მომუშავე ბევრი საქმოსანია გარეული ამ საქმეშიო. პატარა ჩინოვნიკებით დაიწყეს, მაგრამ გაზეთები ვარაუდობდნენ, რომ გაზაფხულისათვის დიდ მოხელეებამდეც მიაღწევდნენ.

    ამასთან დაკავშირებით იასუდა უფრო ფრთხილი გახდა. ზოგჯერ იგი შვიდჯერ-რვაჯერ გამოჩნდებოდა ხოლმე „კოიუკიში ერთი და იმავე კაცის თანხლებით. ოფიციანტები მის ძმაკაცებს „კუ-სანს უწოდებდნენ, მაგრამ მათ ვინაობაზე ია სუდა არაფერს ამბობდა. იცოდნენ მხოლოდ, რომ ისინი ჩინოვნიკები იყვნენ.

    სიმართლე რომ ითქვას, რესტორანში არც აინტერესებდათ, თუ რას წარმოადგენდნენ მისი კლიენტის ნაცნობები. ფულს ხომ იასუდა იხდიდა.

    ტაცუო იასუდა ასე ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. სანდომიანი სახის. მართალია, შავგვრემანი იყო, მაგრამ ალერსიანი თვალები ჰქონდა. წარბები მუქი, ლამაზად მომშვილდული, ცხვირი სწორი, შუბლი ფართო. თავაზიანად და უბრალოდ იქცეოდა, როგორც შეჰფერის ჭკვიან ბიზნესმენს. ოფიციანტები მისდამი კეთილად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იასუდა არც ერთ მათგანთან არ ცდილობდა დაახლოებას. ყველასთან ერთნაირად თავაზიანი იყო.

    რესტორან „კოიუკიში" მისვლის პირველივე დღიდან მას ჩვეულებრივ ო-ტოკი ემსახურებოდა. იასუდას მასთანაც უბრალოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.

    ო-ტოკი ოცდაექვსი წლისა იყო. მაგრამ ისეთი ნორჩი, რომ ოცდაორ წელზე მეტს არ მისცემდით. კლიენტებს მოსწონდათ მისი დიდრონი, შავი, მოცინარე თვალები. როდესაც რაიმე შეკითხვაზე პასუხობდა, იგი სწრაფ გამომწვევ მზერას სტყორცნიდა ხოლმე მოსაუბრეს შუბლქვემოდან. რასაკვირველია, იცოდა, რომ ეს შთაბეჭდილებას ახდენდა და კეკლუცობდა. ნაზი ოვალური სახე ჰქონდა, პატარა ნიკაპი. განსაკუთრებით კარგი იყო პროფილში. გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთ მომხმარებელს მასთან დაახლოება სურდა. ყველა ოფიციანტი დღის ოთხი საათისათვის მოდიოდა რესტორანში და თერთმეტი საათისათვის ამთავრებდა მუშაობას. ხდებოდა ხოლმე, რომ ო-ტოკის სამუშაოს შემდეგ სადგურ სინბასის ესტაკადის ქვეშ პაემანს უნიშნავდნენ. კლიენტისათვის პირდაპირ უარის თქმა უხერხული იყო და ისიც თანხმდებოდა, მაგრამ წასვლას არც კი ფიქრობდა. ასე მეორდებოდა სამჯერ-ოთხჯერ. კაცი, სულელი თუ არ იყო, მიხვდებოდა ყველაფერს.

    - აბა, რას გააწყობ ამ ყეყეჩებთან? - იცინოდა ო-ტოკი. - თანაც რომ ბრაზობენ! ერთმა კიდევაც მიჩქმიტა ამას წინათ!

    იგი კიმონოს კალთას იწევს და ფეხს უჩვენებს გოგოებს. კანზე ლურჯი ლაქა ემჩნევა.

    - შენი ბრალია. არ უნდა მისცე საბაბი, - საუბარში ერევა იასუდა და ჭიქა ტუჩებთან მიაქვს. იგი შინაურია და მასთან ყველაფრის თქმა შეიძლება.

    - ეს რა სათქმელია, ია-სან. თქვენ ხომ არავის ეკიდებით ძალათი! - ექომაგება მეგობარს ოფიციანტი იაეკო.

    - რა აზრი აქვს აკიდებას? მაინც პირში ჩალაგამოვლებული დავრჩები.

    - თქვენა? აჰ, არა! ეს მე ნამდვილად ვიცი! - კისკისებს კანეკო.

    - კარგი, კარგი, სისულელეს ნუ ყბედობ!

    - თავი დაანებე, კანე-ტიან! - ამბობს ო-ტოკი. - ჩვენს გოგოებს უყვართ ია-სანი, ის კი ზედაც არავის უყურებს. ასე რომ, გამოეთხოვე შენს იმედებს.

    - უცნაური კაცია! - იცინის კანეკო.

    იასუდა მართლაც მოსწონდათ „კოიუკის" ოფიციანტებს, შესაძლოა სერიოზულად რომ მოეწადინებინა რომელიმესთან დაახლოება, უარიც არ მიეღო. რას იზამ, მიმზიდველი კაცია.

    იმ საღამოს, 13 იანვარს, იასუდამ თავისი ნაცნობი, სამინისტროს ჩინოვნიკი, გასასვლელამდე მიაცილა და კაბინეტში დაბრუნდა. ცოტა კიდევ დალია და მოულოდნელად თქვა:

    - გოგონებო, გინდათ ხვალ სადმე დაგპატიჟოთ სადილზე?

    კაბინეტში მყოფი იაეკო და ტომიკო სიხარულით დათანხმდნენ.

    - ო-ტოკი-სანი სადღაა? მოდით ისიც წავიყვანოთ, - თქვა ტომიკომ და მიმოიხედა. ო-ტოკი ოთახში არ იყო, რაღაცისთვის გარეთ გასულიყო.

    - არა, თქვენ ორნიც საკმარისი ხართ. ო-ტოკი-სანი კი როგორმე სხვა დროს დავპატიჟოთ. უხერხულია, სამივემ ერთად რომ დაიგვიანოთ სამუშაოზე.

    იასუდა მართალია. ოფიციანტები ხომ რესტორანში ოთხი საათისათვის ცხადდებიან. თუ სადილად წავლენ, რაღა თქმა უნდა, შეყოვნდებიან და, ცხადია, სამივეს დაგვიანება არ ივარგებს.

    - მაშ ასე, შევთანხმდით. ხვალ ოთხის ნახევარზე „ლევანტში" მოხვალთ, იურაკუტიოს ქუჩაზე, - თქვა იასუდამ და ქალიშვილებს გაუღიმა.

    2

    მეორე დღეს, 14 იანვარს, ტომიკო „ლევანტში" დანიშნულ დროს მივიდა. იასუდა უკვე დარბაზის სიღრმეში მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა.

    - ა-ა! მოხარული ვარ! - თქვა მან და მოპირდაპირე სკამზე მიუთითა. კლიენტი რომ უჩვეულო მდგომარეობაში დაინახა, ტომიკო შეცბა და წამოწითლდა.

    - იაე-ტიანი ჯერ არ მოსულა? - იკითხა მან და დაჯდა.

    - ალბათ, მალე მოვა.

    მომღიმარე იასუდამ ყავა შეუკვეთა. ხუთი წუთიც არ გასულა, რომ იაეკოც გამოჩნდა. მას თავი მორცხვად ეჭირა. ირგვლივ უსაქმურთა ტევა არ იყო. მათ მახლობლად კიმონოში გამოწყობილი ორი ქალი იჯდა. ისეთი გარეგნობა ჰქონდათ, რომ ადვილად მიხვდებოდა კაცი, ვინც იყვნენ.

    - აბა, გადაწყვიტეთ, სად წავიდეთ? - იკითხა იასუდამ. - რა გირჩევნიათ - ევროპული თუ ჩინური კერძები, იქნებ ტენპურა[1] ან გველთევზა გსურთ?

    - ევროპული კერძები, - ერთხმად უპასუხეს ქალიშვილებმა. ჩანს, სამსახურში მობეზრებული ჰქონდათ იაპონური სადილები.

    „ლევანტიდან გამოსვლისთანავე ჰინძისაკენ გაემართნენ. კარგი ამინდი იყო, მაგრამ ქარი ქროდა. ოვარიტიოს ქუჩის კუთხეში გზა გადაჭრეს და უნივერმაღ „მაცუძაკაიას გასცდნენ. ამ საათებში ჰინძზე არ არის ხალხმრავლობა. ორი კვირის წინ კი აქ დილიდან საღამომდე ხალხი ირეოდა და საახალწლოდ ვაჭრობდა.

    - გახსოვს, რა ამბავი იყო აქ შობის წინ?

    - საშინელება!

    საუბრით გართული ქალები იასუდას მიჰყვებოდნენ.

    „კოკ-დ’ორე" ცარიელი იყო. იასუდა კიბეს აჰყვა და მაგიდა შეარჩია.

    - აბა, ქალიშვილებო, რა შევუკვეთოთ?

    - ჩვენთვის სულ ერთია.

    იაეკო და ტომიკო ჯერ მორცხვობდნენ, შემდეგ კი გათამამდნენ, მენიუ აიღეს, ერთმანეთში თათბირობდნენ. ვერ გადაეწყვიტათ, რა აერჩიათ. იასუდამ მალულად დახედა მაჯის საათს. იაეკომ შენიშნა:

    - ია-სან თქვენ გეჩქარებათ?

    - არა, ჯერ დრო მაქვს, მაგრამ საღამოს კი კამაკურაში უნდა ვიყო.

    - უი, ჩვენ კი ამ მენიუს ჩავკირკიტებთ! ჩქარა, ტომიტიან, ამოარჩიე ბარემ!

    სადილი საკმაოდ გაჭიანურდა - საუზმე, სუფი, მეორე და ასე შემდეგ. სამივენი უშინაარსო ლაყბობით იყვნენ გართული. იასუდა კმაყოფილი ჩანდა. როცა ხილი მოიტანეს, მან კვლავ საათს დახედა.

    - უკვე თქვენი წასვლის დროა?

    - არა, ცოტა ხანს კიდევ ვისხდეთ.

    მაგრამ როდესაც ყავა მოიტანეს, იასუდამ კვლავ გადაიწია მანჟეტი.

    - თქვენი წასვლის დროა, გვაპატიეთ, ამდენ ხანს რომ დაგაყოვნეთ, - თქვა იაეკომ და ადგომა დააპირა.

    - დიახ... - იასუდამ თვალები მილულა და თამბაქო გააბოლა, თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა. - იცით, მეძნელება თქვენთან დაშორება. რა იქნება, ტოკიოს სადგურამდე რომ გამაცილოთ?

    ვერ გაუგებ - ხუმრობს, თუ სერიოზულად ამბობს. ქალიშვილებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ უკვე ისედაც დააგვიანეს სამუშაოზე. ახლა თუ სადგურზეც წავლენ... მაგრამ იასუდა მართლა შეწუხებული ჩანს. არ იქნება ლამაზი, თუ ასე უცებ მიატოვებენ მას ამ სასიამოვნო შეხვედრის შემდეგ.

    - კარგით, წავიდეთ, - გადაწყვიტა ტომიკომ. - ოღონდ ჯერ სამუშაოზე დავრეკავ. ვეტყვი, რომ ცოტა კიდევ დაგვაგვიანდება.

    ტომიკო გავიდა. იგი მაშინვე დაბრუნდა, თან მხიარულად იღიმებოდა.

    - ესეც ასე, დავიძვრინე თავი, წავიდეთ!

    - მაპატიეთ, - თქვა იასუდამ, - საერთოდ რაღაც კარგად არ გამოვიდა.

    და კვლავ საათს დახედა. დ

    - თქვენი მატარებელი როდის გადის? - ჰკითხა იაეკომ.

    - 18 საათსა და 12 წუთზე მინდოდა მიმესწრო, ან მის მომდევნოზე. ახლა ექვსის ოცდათხუთმეტი წუთია. თუ ახლავე წავალთ, დროზე მივუსწრებთ.

    იასუდამ სწრაფად გაასწორა ანგარიში. სამივენი მანქანაში ჩასხდნენ და ხუთი წუთის შემდეგ უკვე სადგურში იყვნენ. გზაში იასუდა სულ ბოდიშობდა. იაეკო და ტომიკო კი ამშვიდებდნენ მას:

    - რას ამბობთ, ია-სან რაიმეთი მაინც ხომ უნდა გადაგიხადოთ მადლობა!

    - კეთილი, რახან ასეა.

    სადგურზე იასუდამ ბილეთი იყიდა, ქალიშვილებს კი ბაქანზე გასასვლელები მისცა. კამაკურას მატარებელი მეცამეტე ლიანდაგიდან გადიოდა. ელექტროსაათის ისარი ექვსს უახლოვდებოდა.

    - დიდებულია 18 საათსა და 12 წუთზე მიმავალს მოვუსწარი, - თქვა იასუდამ.

    მეცამეტე ლიანდაგი თავისუფალი იყო. აღმოსავლეთით შორი მიმოსვლის მატარებლების ლიანდაგები გაჭიმულიყო, მეთოთხმეტეზე ჯერ არ ჩამოეყენებინათ ვაგონები, მხოლოდ მეთხუთმეტეზე იდგა შემადგენლობა:

    - ხედავთ, აი, ექსპრესი „ასაკაძე". ის კიუსიუზე მიდის, საკატამდე, - განმარტა იასუდამ.

    ექსპრესის წინ მგზავრები და გამცილებლები ირეოდნენ. უკანასკნელი კოცნა, ნაღვლიანი გამოხედვა, აჩქარებული გამომშვიდობება. ჩვეულებრივი სურათია.

    - ოჰო! - წამოიძახა იასუდამ, - შეხედეთ, შეხედეთ, ეს ო-ტოკი-სანი არ არის?

    ქალიშვილები გაოცებულნი მობრუნდნენ. მხედველობას  ძაბავდნენ და გაფაციცებით იცქირებოდნენ იქით, საითაც იასუდა უთითებდა.

    - სწორია! ისაა! - იაეკო გაკვირვებისაგან გაშეშდა.

    მართლაც, მეთხუთმეტე ლიანდაგის ბაქანზე ხალხის ბრბოში ო-ტოკი მიდიოდა. საგანგებოდ გამოწყობილს, ხელში ჩემოდანი ეჭირა. ცხადი იყო, რომ ამ ექსპრესით აპირებდა გამგზავრებას. ბოლოს ტომიკომაც შენიშნა იგი.

    - ჰო! მართალია, ო-ტოკი-სანია!

    3

    მაგრამ ყველაზე მოულოდნელი უცნობი მამაკაცი იყო, რომელიც მას გვერდით მიჰყვებოდა. ახალგაზრდა კაცს მუქი პალტო ეცვა და მასაც ხელში ჩემოდანი ეჭირა. ისინი მახლობლებივით თავისუფლად საუბრობდნენ და ასე მიიკვლევდნენ გზას ხალხში ექსპრესის ბოლო ვაგონისაკენ.

    - ღმერთო ჩემო, ნეტავ სად მიდის? - წაიჩურჩულა თვალებდაჭყეტილმა იაეკომ.

    - თანაც მამაკაცთან... საინტერესოა, ვინ არის მისი? - ენის ბორძიკით გააგრძელა ტომიკომ.

    რა იცოდა ო-ტოკიმ, რომ მას სამი წყვილი თვალი უთვალთვალებდა. იგი თავისუფლად მიაბიჯებდა თავის თანამგზავრთან ერთად ვაგონების გასწვრივ. ბოლოს ერთ ვაგონთან შეჩერდნენ. ნომერს შეხედეს. მამაკაცი პირველი ავიდა, ო-ტოკი მას მიჰყვა.

    - ესეც შენი ო-ტოკი-სანი! - ჩაიცინა იასუდამ. - ჩანს, კიუსიუში მიიპარება შეყვარებულთან ერთად.

    ქალიშვილები გაქვავებულებივით იდგნენ. თვალს ვერ აშორებდნენ ვაგონს, რომელშიც ო-ტოკი გაუჩინარდა. ბაქანზე, ვაგონების გასწვრივ, ხალხი ირეოდა.

    - ნეტავ სად მიდის? - ძლივს ამოილუღლუღა ბოლოს იაეკომ.

    - ალბათ, შორს, რახან ექსპრესში ჩაჯდა.

    - განა ო-ტოკი-სანს ვინმე ჰყავდა? - ჩურჩულით იკითხა ტომიკომ.

    - არ ვიცი. ეს ყველაფერი ისე მოულოდნელია.

    ორივენი ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, თითქოს რაღაც საიდუმლოს არსებობას გრძნობენო.

    არც იაეკო და არც ტომიკო არ იცნობდნენ ო-ტოკის პირად ცხოვრებას. ის არ ეკუთვნოდა იმათ რიცხვს, რომელთაც საკუთარ თავზე ლაპარაკი უყვართ. გათხოვილი არ უნდა იყოს, არც საყვარელი უნდა ჰყავდეს, ყოველ შემთხვევაში, ამის მსგავსს არაფერს ამბობდნენ მასზე. ჩანს, ასეთი ქალები ორი ტიპისა არიან - გულახდილები და გულჩახვეულები. ო-ტოკი უკანასკნელთ მიეკუთვნება.

    ამიტომ ორივე ამხანაგი გაოცებული იყო ო-ტოკის ცხოვრების ამ უცნობი მხარის აღმოჩენით.

    - ხომ არ წავიდე და შევხედო, ვინ არის ის მამაკაცი? - იკითხა იაეკომ, როცა ცოტათი გამოერკვა.

    - ეს რამ გაფიქრებინა! - შეაჩერა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1