Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ერების ცვლილება და დაკნინება
ერების ცვლილება და დაკნინება
ერების ცვლილება და დაკნინება
Ebook102 pages31 minutes

ერების ცვლილება და დაკნინება

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე ტექსტი უფრო ვრცელი ნაშრომის, "ერების ფსიქოლოგიის", დასკვნით ნაწილს წარმოადგენს და მასში ერებისა და ცივილიზაციების განვითარებაში იდეების, განსაკუთრებით, რელიგიური იდეების, ისევე, როგორც დიად ადამიანთა როლია განხილული, ასევე ჩამოყალიბებულია ცივილიზაციათა განადგურების მიზეზები.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 27, 2021
ერების ცვლილება და დაკნინება

Read more from გუსტავ ლე ბონ

Related to ერების ცვლილება და დაკნინება

Related ebooks

Reviews for ერების ცვლილება და დაკნინება

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ერების ცვლილება და დაკნინება - გუსტავ ლე ბონ

    გუსტავ ლე ბონ - ერების ცვლილება და დაკნინება

    Gustav le Bon - Changement de nations et leur déclin

    ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი

    iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

    ტელ: (32) 2314424

    ელფოსტა: info@ibooks.ge

    www. iBooks.ge

    FB: IBooks

    სარჩევი

    თავი პირველი. იდეების როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

    თავი მეორე. რელიგიური რწმენის როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

    თავი მესამე. დიადი ადამიანების როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

    თავი მეოთხე. როგორ ფერმკრთალდება და იფერფლება ცივილიზაციები

    თავი მეხუთე. ზოგადი დასკვნები

    თავი პირველი. იდეების როლი ცივილიზაციათა განვითარებაში

    ხელმძღვანელი იდეების რაოდენობა ცივილიზაციაში ყოველთვის დიდია. - მათი წარმოქმნისა და გაქრობის უკიდურესი აუჩქარებლობა. - იდეები ქცევაზე მხოლოდ მას შემდეგ ახდენენ გავლენას, რაც გრძნობებად გარდაიქმნებიან. - ასეთ დროს ისინი ხასიათის ჩამოყალიბებაში იღებენ მონაწილეობას. - იდეათა განვითარების აუჩქარებლობის წყალობით, ცივილიზაციები გარკვეულ მდგრადობას ინარჩუნებენ. - როგორ მკვიდრდება იდეები. - მსჯელობის ზემოქმედება მასებზე სრულიად მწირია. - მტკიცებისა და პრესტიჟის გავლენა. - ურყევთა და მოციქულთა როლი. - შერყვნა, რომელსაც იდეები განიცდიან მასებში დაშვებისას. - საყოველთაოდ მიღებული იდეა სწრაფად მოქმედებს ცივილიზაციის ყველა ელემენტზე. - იდეათა ერთობის წყალობით ყოველი საუკუნის ადამიანებს საშუალო ცნებათა გარკვეული მარაგი გააჩნიათ, რომელიც მათ მსგავებას იწვევს აზრებსა და საქმეებში. - ჩვეულებისა და საზოგადოებრივი აზრის უღელი. - ის მხოლოდ ისტორიის კრიტიკულ ეპოქებში მცირდება, როდესაც ძველმა იდეებმა უკვე დაკარგეს გავლენა, ხოლო ახლებით ჯერ კიდევ არ ჩანაცვლებულან. ასეთი კრიტიკული ეპოქა - ერთადერთია, როდესაც შეხედულებებთან შედავება ჯერ კიდევ შეწყნარებულია. - დოგმატების შენარჩუნება მხოლოდ კრიტიკის არარსებობის პირობებში ხდება. - ერებს არ შეუძლიათ საკუთარი იდეებისა და დოგმატების შეცვლა, თუ მყისვე არ იქნებიან იძულებულნი, შეცვალონ თავისი ცივილიზაცია.

    ვუჩვენეთ რა, რომ ერების ფსიქოლოგიური თვისებები დიდი მდგრადობით ხასიათდებიან და რომ მათგან გამომდინარეობს ერების ისტორია, ჩვენ დავამატეთ, რომ ფსიქოლოგიურ ელემენტებს, ანატომიურთა მსგავსად, შეეძლოთ საბოლოოდ გარდაქმნილიყვნენ თანდათანობითი მემკვიდრეობითი დაგროვებებით. უმეტესწილად, ასეთ ცვლილებებზეა დამოკიდებული ცივილიზაციის განვითარება.

    ფაქტორები, რომლებსაც ფსიქოლოგიური ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ, ერთობ მრავალფეროვანია. მათ რიცხვს მიეკუთვნება: მოთხოვნილებები, ბრძოლა არსებობისთვის, გარკვეული გარემოს მოქმედება, ცოდნისა და მრეწველობის წარმატებები, აღზრდა, აღმსარებლობა და სხვა. მათ შესწავლას მე მთელი ტომი მივუძღვენი და ამიტომ ამ საგნის შესახებ მეტი დეტალურობით აღარ ვისაუბრებ და დავუბრუნდები მას მხოლოდ იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოქმედებს მათი მექანიზმი, რასაც მიეძღვნება კიდეც წინამდებარე და შემდეგი გვერდები.

    სამყაროს დასაწყისიდან ერთმანეთის მომდევნო განსხვავებული ცივილიზაციების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ხელმძღვანელი როლი მათ განვითარებაში ყოველთვის ძირითად იდეათა უმნიშვნელო რაოდენობას ეკავა. ერების ისტორიის იდეათა ისტორიაზე დაყვანა რომ შეგვეძლოს, ის არასოდეს იქნებოდა მეტისმეტად ხანგრძლივი. როდესაც რომელიმე ცივილიზაციამ ერთი ან ორი საუკუნის განმავლობაში ძირითადი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1