Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ესთეტიკა (ნაწილი პირველი)
ესთეტიკა (ნაწილი პირველი)
ესთეტიკა (ნაწილი პირველი)
Ebook699 pages3 hours

ესთეტიკა (ნაწილი პირველი)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ჰეგელის "ესთეტიკა" ის ნაშრომია, რომელშიც ავტორი სრულად გამოხატავს ხელოვნების ფუძემდებლურ თეორიას. პირველ ნაწილში განხილულია მშვენიერის ზოგადი ბუნება, როგორც სულიერი გამოცდილებისა; ჰეგელი განასხვავებს ხელოვნების მშვენიერსა და ბუნებრივ მშვენიერს და მხატვრული გენიისა და ორიგინალობის ხასიათს იკვლევს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJun 10, 2020
ესთეტიკა (ნაწილი პირველი)

Related to ესთეტიკა (ნაწილი პირველი)

Related ebooks

Reviews for ესთეტიკა (ნაწილი პირველი)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ესთეტიკა (ნაწილი პირველი) - ჰეგელი

    სარჩევი

    ხელოვნების მშვენიერის იდეა ანუ იდეალი

    შესავალი

    1. ხელოვნების დამოკიდებულება სასრულ სინამდვილესთან 

    2. ხელოვნების დამოკიდებულება რელიგიასა და ფილოსოფიასთან

    3. დაყოფა. ხელოვნების მშვენიერის იდეა

    პირველი თავი. მშვენიერის ცნება საერთოდ 

    მეორე თავი. ბუნებრივი მშვენიერი

    A. ბუნებრივი მშვენიერი, როგორც ასეთი

    B. აბსტრაქტული ფორმისა და გრძნობადი მასალის აბსტრაქტული ერთიანობის გარეგანი მშვენიერება

    C. ბუნებრივი მშვენიერის ნაკლოვანება

    მესამე თავი. ხელოვნების მშვენიერი, ანუ იდეალი 

    A. იდეალი, როგორც ასეთი

    B. იდეალის გარკვეულობა

    I. იდეალური გარკვეულობა, როგორც ასეთი

    II. მოქმედება

    III. იდეალის გარეგანი გარკვეულობა

    C. ხელოვანი

    პირველი ნაწილი. ხელოვნების მშვენიერის იდეა ანუ იდეალი

    შესავალი

    რაკი შესავლიდან ჩვენი საგნის მეცნიერულ განხილვაზე გადავდივართ, უპირველეს ყოვლისა, მოკლედ უნდა აღვნიშნოთ ხელოვნების მშვენიერის ზოგადი ადგილი სინამდვილის სფეროში საერთოდ, ისე, როგორც ესთეტიკის დამოკიდებულება სხვა ფილოსოფიურ დისციპლინებთან, რათა მშვენიერის ჭეშმარიტი მეცნიერებისათვის დავადგინოთ ამოსავალი პუნქტი.

    შეიძლება უფრო მიზანშეწონილად მიიჩნიონ პირველ რიგში მშვენიერის აზროვნებითი წვდომის სხვადასხვაგვარ ცდაზე საუბარი და ამ ცდების ანალიზი და განხილვა, მაგრამ ეს შესავალში ნაწილობრივ უკვე გავაკეთეთ, ნაწილობრივ კი საერთოდ არ შეიძლება ნამდვილ მეცნიერებად ჩაითვალოს მხოლოდ თვალის დევნება, თუ რა გააკეთეს სხვებმა, სწორად ან არასწორად, ანდა მათგან მხოლოდ ისწავლონ, და, ვიდრე გადავიდოდეთ ჩვენი საგნის განხილვაზე, მაინც ღირს ერთხელ კიდევ წინასწარ ორიოდე სიტყვით აღვნიშნოთ, რომ ბევრი იმ აზრის არის, თითქოს მშვენიერი საზოგადოდ, და სწორედ იმიტომ, რომ იგი მშვენიერია, ცნებებში არ აითვისება, და ამდენად აზროვნებისათვის მიუწვდომელ საგნად რჩება. ასეთ მტკიცებას აქ მოკლედ უნდა მივუგოთ, თუმცა დღეს ყველა ჭეშმარიტი აღიარებულია მიუწვდომლად და მხოლოდ მოვლენის ბოლოვადობასა და დროების შემთხვევითობას სცნობენ მისაწვდომად, მაინც სწორედ ჭეშმარიტი არის მხოლოდ ცნებით მისაწვდომი, რადგანაც მას საფუძვლად აბსოლუტური ცნება, უფრო ზუსტად კი იდეა უდევს, მაგრამ მშვენიერება ჭეშმარიტის მხოლოდ გაგარეგანების, გამოვლენის და გამოხატვის გარკვეული წესია, ამიტომ ცნებითი აზროვნებისათვის, თუ კი იგი ნამდვილად აღჭურვილია ცნების ძალით, ყოველმხრივ და სავსებით მისაწვდომია. მართალია, ახალ დროში არცერთ ცნებას არ დასდგომია ისეთი ცუდი დღე, როგორც თვით ცნებას, ცნებას თავისთავად და თავისთვის, რადგანაც ცნებად ჩვეულებრივად ესმით ხოლმე წარმოდგენის ან განსჯით აზროვნების რაღაც აბსტრაქტული განსაზღვრულობა და ცალმხრივობა, რომლის შემწეობით, ცხადია, არც ჭეშმარიტი ტოტალობა, არც თავის თავში კონკრეტული მშვენიერება არ შეიძლება აზროვნებით ცნობიერებამდე ავამაღლოთ, ვინაიდან მშვენიერება, როგორც უკვე ვთქვით და შემდეგ კიდევ უფრო დაწვრილებით შევეხებით, განსჯის ასეთი აბსტრაქცია კი არ არის, არამედ თვით თავის თავში კონკრეტული აბსოლუტური ცნება, და უფრო გარკვევით, აბსოლუტური იდეა თავის თავის შესაბამ მოვლენაში.

    თუ გვსურს მოკლედ აღვნიშნოთ, რა არის აბსოლუტური იდეა თავის ჭეშმარიტ სინამდვილეში, უნდა ვთქვათ, რომ იგი არის გონი, და სახელდობრ, არა გონი თავის ბოლოვად შევიწროებასა და შეზღუდულობაში, არამედ ზოგადი უსასრულო და აბსოლუტური გონი, საკუთარი თავიდან რომ განსაზღვრავს, რა არის ნამდვილად ჭეშმარიტი. თუ შევეკითხებით მხოლოდ ჩვენს ჩვეულებრივ ცნობიერებას, მაშინვე უნებურად აგვეკვიატება წარმოდგენა გონის შესახებ, თითქოს იგი უპირისპირდებოდეს ბუნებას, რომელსაც ამის გამო მის თანაბარ ღირსებას მივაწერთ. მაგრამ ბუნებისა და გონის, როგორც თანაბარი არსებითი სფეროების, ამ ურთიერთდაპირისპირებასა და თანაფარდობაში, გონი განიხილება მხოლოდ მის სასრულობასა და შეზღუდულობაში, და არა მის დაუსრულებლობასა და ჭეშმარიტებაში. აბსოლუტურ გონს ბუნება არ უპირისპირდება არც როგორც თანაბარი ღირებულების მქონე და არც როგორც საზღვარი, არამედ მისგან დადგენილ მდგომარეობას იძენს, რის გამოც იქცევა იგი საზღვრისა და ზღუდის ძალაწართმეულ პროდუქტად. ამასთანავე აბსოლუტური გონი უნდა გავიგოთ მხოლოდ აბსოლუტურ მოღვაწეობად და თავის თავში თავისივე თავის განსხვავებად. მაგრამ ეს სხვა, იგი თავისი თავისაგან რომ განასხვავებს, ერთი მხრივ, სწორედ ეგ ბუნებაა, ხოლო გონი - ის სიკეთე, რომელიც თავისი საკუთარი არსების მთელ სისავსეს აძლევს ამ თავისი თავის სხვას, ამიტომ თვით ბუნება უნდა გავიგოთ აბსოლუტური იდეის თავის თავში მატარებლად, მაგრამ იგი არის იდეა ფორმაში: აბსოლუტური გონის მიერ გონის სხვად დადგენილი. ამდენად მას შექმნილს ვუწოდებთ, მაგრამ ამიტომ მისი ჭეშმარიტება არის თვით დამდგენი, გონი, როგორც იდეალობა და ნეგატივობა, თუმცა იგი თავის თავს განეკერძოება და უარყოფს, მაგრამ ამ თავის განკერძოებასა და უარყოფას, როგორც მის მიერ დადგენილს ისევ მოხსნის და ნაცვლად მასში საზღვრისა და ზღუდის დანახვისა, თავის სხვასთან თავის თავს თავისუფალ ზოგადობაში შეეკვრის. ეს იდეალობა და დაუსრულებელი უარყოფა გონის სუბიექტურობის ღრმა ცნებას შეადგენს, მაგრამ, როგორც სუბიექტურობა, გონი, უპირველეს ყოვლისა, ჯერ არის მხოლოდ თავისთავად, ბუნების ჭეშმარიტება, როდესაც თავისი ჭეშმარიტი ვნება თვით თავისთვის ჯერ არ შეუქმნია. ამიტომ ბუნება მას უპირისპირდება არა როგორც მის მიერ დადგენილი სხვა, სადაც იგი თავის თავს უბრუნდება, არამედ დაუძლეველი, შემზღუდველი სხვადყოფნის სახით, რომელთანაც, როგორც წინასწარ მოცემულ ობიექტთან, გონი, სუბიექტურის სახით, მიმართებაში რჩება თავისი ცოდნისა და ნებელობის არსებობაში, და მას შეუძლია წარმოადგენდეს მხოლოდ სხვა მხარეს, რაც ავსებს ბუნებას. ამ სფეროში ჰპოვებს ადგილს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გონის ბოლოვადობა, შეზღუდულობა შემეცნებაში და შიშველი ჯერარსი [ვალდებულება] კეთილის რეალიზაციაში. აქაც, ისე როგორც ბუნებაში, მოვლენა თავისი ჭეშმარიტი არსების უთანასწოროა, ხოლო ჩვენ ჯერჯერობით ვიღებთ სიმარჯვე-გაწვრთნილობათა, ვნებათა, მიზანთა, შეხედულებათა და ტალანტების არეულ-დარეულ სანახაობას, სადაც ისინი ეძიებენ და გაურბიან ერთმანეთს, ერთმანეთისათვის და ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობენ და ეხლართებიან ურთიერთს, ხოლო ამ დროს მათს სურვილებსა და მისწრაფებებში, მსჯელობასა და აზრებში შემთხვევითობის უმრავალფეროვანესი სახეები ხელშემწყობად ან ხელშემშლელად ერევიან. ეს მხოლოდ სასრული, დროებითი, წინააღმდეგობრივი და ამის გამო წარმავალი, დაუკმაყოფილებელი და უბედური გონის თვალსაზრისია, ვინაიდან ამ სფეროთი გამოწვეული კმაყოფილებანი, მათი ბოლოვადობის ფორმით, თვითონ ჯერ კიდევ მუდამ შეზღუდული, მჭლე, უსუსური, შეფარდებითი და გათიშული არიან. ამიტომ ხედვა, ცნობიერება, ნება და აზროვნება ამაღლდებიან მათზე, ეძიებენ და ჰპოვებენ თავიანთ ჭეშმარიტ ზოგადობას, ერთიანობას და დაკმაყოფილებას სადღაც სხვაგან: უსასრულოსა და ჭეშმარიტში. ეს ერთიანობა და დაკმაყოფილება, რომლისკენაც გონის მამოძრავებელი გონიერება თავისი ბოლოვადობის მასალას აღამაღლებს, არის სწორედ იმის ჭეშმარიტი გამოაშკარავება, რასაც წარმოადგენს მოვლენათა სამყარო თავისი ცნების თანახმად. გონი ჩასწვდება თვით ბოლოვადობას, როგორც თავის უარყოფას, და ამრიგად ჯაფით მოიპოვებს თავის უსასრულობას. ბოლოვადი გონის ეს ჭეშმარიტება აბსოლუტური გონია, მაგრამ გონი ამ ფორმაში განამდვილდება მხოლოდ აბსოლუტური ნეგატიურობის სახით, იგი თავის თავში დაადგენს თავის ბოლოვადობას და მოხსნის მას. ამით იგი საკუთარ თავს თავის უმაღლეს სფეროში თავისთვის თავისი ცოდნისა და ნებელობის საგნად აქცევს. აბსოლუტი თვით ხდება გონის ობიექტი, ვინაიდან გონი ცნობიერების საფეხურზე ადის, და თავის თავს თავის თავშივე განასხვავებს როგორც მცოდნეს და მის საპირისპიროდ როგორც ცოდნის აბსოლუტურ საგანს. გონის ბოლოვადობის ადრინდელი თვალსაზრისით [იგი] არის გონი, რომელმაც იცის აბსოლუტური, როგორც დაპირისპირებული უსასრულო ობიექტი. ამით იგი თავის თავსაც განსაზღვრავს როგორც მისგან განსხვავებულ ბოლოვადს, მაგრამ უმაღლეს სპეკულატურ განხილვაში იგი თვით აბსოლუტური გონია, რომელიც იმისათვის, რომ თავის თავისთვის წარმოადგენდეს თავისი თავის ცოდნას, განასხვავებს თავის თავს თავისივე თავში, და ამით დაადგენს გონის ბოლოვადობას, რომელშიც იგი თვით გახდება თავის თავის ცოდნის აბსოლუტური საგანი. ამგვარად ის არის აბსოლუტური გონი თავის თემში. იგი როგორც გონი და თავისი თავის ცოდნა ნამდვილი აბსოლუტია.

    ეს ის წერტილია, საიდანაც უნდა დავიწყოთ ხელოვნების ფილოსოფია. რადგან მშვენიერი ხელოვნებაში არც ლოგიკური იდეაა, აბსოლუტური აზრი, როგორც იგი აზროვნების წმინდა სტიქიაში ვითარდება, და არც, პირიქით, ბუნებრივი იდეა, არამედ იგო გონისეულ სფეროს ეკუთვნის და მაინც ისე, რომ ბოლოვადი გონის შემეცნებებსა და მოქმედებებზე არ ჩერდება. მშვენიერი ხელოვნების სამყარო აბსოლუტური გონის სამყაროა. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამის მხოლოდ აღნიშვნა შეგვიძლია აქ; მეცნიერული დამტკიცება წინა ფილოსოფიური დისციპლინების საქმეა; სახელდობრ, ლოგიკისა, რომლის შინაარსია აბსოლუტური იდეა, როგორც ასეთი, ბუნების ფილოსოფიისა, ისე როგორც გონის ბოლოვადი სფეროების ფილოსოფიისა, რადგან ამ მეცნიერებებში უნდა გადმოიცეს და დამტკიცდეს, თუ როგორ გადადის ბუნების მუნმყოფობაში ლოგიკური იდეა თავისი ცნების თანახმად, როგორ თავისუფლდება ისევ ამ გარეგნობიდან, გადადის გონში და ამ უკანასკნელის ბოლოვადობიდან კი კვლავ თავისუფლდება და უბრუნდება გონს მის მარადისობასა და ჭეშმარიტებაში.

    ამ თვალსაზრისით, რაც ხელოვნებას მისი უმაღლესი ჭეშმარიტი ღირსებით შეეფერება, მაშინვე ნათელი ხდება, რომ იგი რელიგიასა და ფილოსოფიასთან ერთად იმავე სფეროში არსებობს. აბსოლუტური გონის ყველა სფეროში გონი თავისუფლდება თავისი მუნმყოფობის შემავიწროებელი ზღუდეებისაგან, ტოვებს თავისი ქვეყნიურობის შემთხვევით პირობებს, ურთიერთობებს და თავისი მიზნებისა და ინტერესების ბოლოვად შინაარსს, რათა თავისთავად და თავისთვის არსის განხილვაზე გადავიდეს. 

    1. ხელოვნების დამოკიდებულება სასრულ სინამდვილესთან 

    ხელოვნების ეს ადგილი ბუნებრივი და სულიერი ცხოვრების მთელ სფეროში უფრო ზუსტი გაგებისათვის შეგვიძლია კონკრეტულად შემდეგნაირად გავიგოთ.

    თუ გადახედავთ ჩვენი ცხოვრების მთელ შინაარსს, ჩვენს ჩვეულებრივ ცნობიერებაში დავინახავთ ინტერესებისა და მათი დაკმაყოფილების უდიდეს მრავალფეროვნებას, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ საჭიროებათა ფართო სისტემას, რომლის დასაკმაყოფილებლად მუშაობენ მრეწველობის დიდი წრეები ფართო წარმოებებითა და კავშირებით, ვაჭრობა, ნაოსნობა და ტექნიკური ხელოვნებანი; მათ მაღლა დავინახავთ სამართლის, კანონების სამყაროს, ცხოვრებას ოჯახში, წოდებრივ დაყოფას, სახელმწიფოს მთელ მომცველ არეს; შემდეგ - რელიგიის მოთხოვნილებას, რაც ყოველ სულში მოიპოვება და საეკლესიო ცხოვრებაში აღწევს თავის დაკმაყოფილებას; ბოლოს მრავალგზის დანაწილებულ, სპეციალიზებულ და რთულ მოღვაწეობას მეცნიერებაში, ცოდნისა და შემეცნების ყოვლისმომცველ ერთობლიობას. ამავე წრის შიგნით თავს იჩენს აგრეთვე ადამიანთა მოღვაწეობა ხელოვნებაში, მშვენიერების ინტერესი და სულიერი დაკმაყოფილება მის სახეებში. და აი, ცხოვრებისა და სამყაროს დანარჩენ სფეროებთან დაკავშირებით წამოიჭრება ამგვარი მოთხოვნილების შინაგანი აუცილებლობის საკითხი. უპირველეს ყოვლისა, საერთოდ მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ეს სფეროები არსებობენ, მაგრამ მეცნიერული მოთხოვნილების თანახმად, საქმე ეხება მათ არსებითს შინაგან კავშირში და მათ ურთიერთ აუცილებლობაში ღრმად ჩახედვას, რადგან ისინი ერთმანეთს მარტო სარგებლობით როდი უკავშირდებიან, არამედ ერთმანეთს ავსებენ, რამდენადაც ერთ წრეში მოღვაწეობის უფრო მაღალი სახეებია, ვიდრე მეორეში; ამიტომ დაქვემდებარებული თავისზე ზევით მიისწრაფვის, და აი, ახლა შორსმწვდომ ინტერესთან ღრმა დაკმაყოფილებით შეივსება ის, რაც ადრინდელ სფეროში ვერ ჰპოვებდა გადაწყვეტას. სწორედ ეს იძლევა შინაგანი კავშირის აუცილებლობას.

    თუ გავიხსენებთ იმას, რაც უკვე მტკიცედ დავადგინეთ მშვენიერისა და ხელოვნების ცნების შესახებ, მასში [ამ ცნებაში] ორმაგი რამ აღმოვაჩინეთ: ჯერ ერთი, რაღაც შინაარსის მიზანი, მნიშვნელობა, შემდეგ, გამოსახვა, ამ შინაარსის მოვლენა და რეალობა, და მესამე, ორივე ეს მხარე ერთმანეთში ისეა შეჭრილი, რომ გარეგანი, განსაკუთრებული მხოლოდ და მხოლოდ შინაგანის გამოსახვას წარმოადგენს. ხელოვნების ნაწარმოებში არაფერია ისეთი,  რასაც არსებითი დამოკიდებულება არ ჰქონდეს შინაარსთან და მას არ გამოხატავდეს. ის, რასაც შინაარსი, მნიშვნელობა ვუწოდეთ, თავის თავში მარტივია, თვით საგანია, მიყვანილი მის უმარტივეს, თუმცაღა უფრო მომცველ განსაზღვრებებამდე, შესრულებისაგან განსხვავებით. ასე, მაგალითად, რომელიმე წიგნის შინაარსი შეიძლება ორიოდე სიტყვით ან წინადადებით ვაჩვენოთ და წიგნში არ უნდა გვხვდებოდეს სხვა რამ, გარდა იმისა, რაც შინაარსში ზოგადად უკვე მოცემულია. ეს მარტივი რამ, ამავე დროს ეს თემა, რაც შესრულებისათვის საფუძველს ქმნის, აბსტრაქტულია, ხოლო შესრულება, პირიქით, მხოლოდ კონკრეტული.

    მაგრამ ამ დაპირისპირების ეს ორი მხარე ერთმანეთისადმი გულგრილი და ერთმანეთის გვერდით გარეგნული როდი რჩება, როგორც, მაგალითად, მათემატიკური ფიგურის, სამკუთხედის, ელიფსისათვის, როგორც თავის თავში მარტივი შინაარსისათვის, სულერთია, რა სიდიდე, ფერი და ა. შ. ექნება გარეგან მოვლენაში, არამედ აბსტრაქტულ მნიშვნელობას, როგორც მარტივ შინაარსს, თავისი ფორმის მიხედვით თვით თავის თავში აქვს იმის განსაზღვრება, რომ შესრულდეს და ამრიგად კონკრეტული გახდეს. ამით არსებითად აქ გამოდის ვალდებულება, ჯერარსი. რა მნიშვნელობაც არ უნდა ჰქონდეს შინაარსს თავისთავად, ამ აბსტრაქტული ფორმით მაინც არა ვართ კმაყოფილი, და მოვითხოვთ შემდგომს. იგი ჯერ მხოლოდ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებაა და სუბიექტში რაღაც უკმარია, რომელიც სწრაფვის მოხსნას იგი და დაკმაყოფილებას მიაღწიოს. ამ აზრით შეგვიძლია ვთქვა, რომ შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, სუბიექტურია, მხოლოდ შინაგანი; მის საპირისპიროდ დგას ობიექტური ისე, რომ მოთხოვნილება იმით გამოიხატება, ეს სუბიექტური გაობიექტურდეს. სუბიექტურისა და მის პირისპირ მდგომი ობიექტურობის ასეთი დაპირისპირება, ასევე ვალდებულება, ჯერარსი, მის მოსახსნელად სრულიად ზოგადი გარკვეულობაა, ყველაფერს რომ გასდევს. თუნდაც თვით ჩვენი ფიზიკური სიცოცხლე, და მით უფრო ჩვენი გონისეული მიზნებისა და ინტერესების სამყარო დამყარებულია იმ მოთხოვნილებაზე, რომ ის, რაც თავიდან მხოლოდ სუბიექტური და შინაგანია, ობიექტურობაში გავატაროთ და მხოლოდ ამ სრულყოფილ არსებობაში ვპოვოთ ჩვენი დაკმაყოფილება. ვინაიდან ინტერესებისა და მიზნების შინაარსი თავიდან მხოლოდ სუბიექტურის ცალმხრივ ფორმაში არსებობს და ცალმხრივობა კი ხდება, ეს ნაკლოვანება თავს იჩენს იმავე დროს როგორც მოუსვენრობა, ტკივილი, როგორც უარყოფითი რამ, რომელმაც როგორც უარყოფითმა თავისი თავი უნდა მოხსნას, და ამრიგად განცდილი ნაკლოვანება მოიშოროს, ისწრაფვის ნაცოდნი, ნააზრევი ზღუდე გადალახოს, და ეს არა იმ გაგებით, რომ სუბიექტურს საერთოდ აკლია მხოლოდ მეორე მხარე, ობიექტური, არამედ უფრო გარკვეულ კავშირში: რომ იგი არის უქონლობა თვით სუბიექტურში და მისთვისვე ნაკლოვანება და უარყოფა თვით მასშივე, უარყოფა, რომლის უარსაყოფად კვლავ ისწრაფვის იგი. სახელდობრ, თავისთავად, თავისი ცნების თანახმად, სუბიექტი სრულიად მთლიანია, ტოტალური, და არა მარტო შინაგანი, არამედ აგრეთვე ამ შინაარსის რეალიზაცია გარეგანის საშუალებითა და თვით გარეგანში. მაგრამ თუ იგი არსებობს ცალმხრივად მხოლოდ ერთ ფორმაში, მაშინ იგი სწორედ ამის გამო ვარდება წინააღმდეგობაში, რადგანაც, ცნების თანახმად, იგი მთლიანია, ხოლო თავისი არსებობის თანახმად, მხოლოდ ერთი მხარე. ამიტომ მხოლოდ ასეთი უარყოფის მოხსნით თავის თავში ცხოვრება პირველად გახდება მტკიცებითი. დაპირისპირების, წინააღმდეგობის ამ პროცესის დაძლევა და წინააღმდეგობის გადაწყვეტა, ცოცხალ ბუნებათა უმაღლეს პრივილეგიას წარმოადგენს; რაც იმთავითვე მხოლოდ მტკიცებითია და მტკიცებითად რჩება, იგი არის და დარჩება უსიცოცხლო, ცხოვრება წინ მიდის უარყოფისა და მისი ტკივილისაკენ, და მხოლოდ დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის მოსპობის გზით არის თავისთვის მტკიცებითი, თუმცა ისიც მართალია, თუ იგი შიშველ წინააღმდეგობას შერჩება და ვერ გადაწყვეტს მას, მაშინ იმავე წინააღმდეგობით დაიღუპება.

    ესენია საკუთარ აბსტრაქციაში განხილული განსაზღვრებანი, ახლა აქ რომ გვჭირდება.

    უმაღლეს შინაარსს კი, რომელიც ძალუძს თავის თავში მოიცვას სუბიექტურმა, შეგვიძლია მოკლედ თავისუფლება ვუწოდოთ. თავისუფლება გონის უმაღლესი განსაზღვრებაა. უპირველეს ყოვლისა, თავისი სრულიად ფორმალური მხრით განხილული [თავისუფლება] იმით გამოიხატება, რომ სუბიექტი თავის თავთან დაპირისპირებულ არაფერს უცხოს, არავითარ საზღვარსა და ზღუდეს არ ხედავს, არამედ თავისივე თავს ჰპოვებს მასში. უკვე ამ ფორმალური განსაზღვრების თანახმადაც გამქრალია ყოველგვარი გაჭირვება და უბედურება, სუბიექტი ურიგდება ქვეყანას, დაკმაყოფილებულია, მისთვის ყოველგვარი დაპირისპირება და წინააღმდეგობა გადაჭრილია. მაგრამ უფრო ზუსტად, თავისუფლებას საერთოდ თავის შინაარსად გონივრული აქვს: მაგალითად, ზნეობრიობა ყოფაქცევაში, ჭეშმარიტება აზროვნებაში, მაგრამ რადგანაც თვით თავისუფლება თავიდან მხოლოდ სუბიექტურია და განხორციელებული არ არის, ამიტომ სუბიექტს უპირისპირდება არათავისუფალი, მხოლოდ ობიექტური, ბუნების აუცილებლობის სახით, და მაშინვე წარმოიშობა მოთხოვნილება ამ დაპირისპირების შესარიგებლად. მეორე მხრივ, თვით შინაგანსა და სუბიექტურში არსებობს მსგავსი დაპირისპირება. თავისუფლებას მიეკუთვნება, ერთი მხრივ, თავის თავში ზოგადი და დამოუკიდებელი, საყოველთაო კანონები სამართლისა, სიკეთისა, ჭეშმარიტისა და ა. შ. მეორე მხრივ, კი თვალწინ წარმოგვიდგება ადამიანის მისწრაფებანი, გრძნობები, მიდრეკილებანი, ვნებანი და ყველაფერი, რასაც კი ადამიანის, როგორც ცალკეულის, კონკრეტული გული შეიცავს. ეს დაპირისპირებაც ვითარდება და იქცევა ბრძოლად, წინააღმდეგობად, ამ ბრძოლა-ჭიდილში შემდეგ წარმოიშობა ყოველგვარი მძაფრი სურვილი, უღრმესი ტკივილი, ტანჯვა-წამება და დაუკმაყოფილებლობა საერთოდ. ცხოველები მშვიდად ეგუებიან როგორც საკუთარ თავს, ასევე გარემომცველ საგნებს, ხოლო ადამიანის გონისეული ბუნება იწვევს გაორებას და გახლეჩვას, რომელთა წინააღმდეგობას აწყდება და ეხეთქება აქეთ-იქით, ვინაიდან შინაგანში, როგორც ასეთში, წმინდა აზროვნებაში, კანონებისა და მათი ზოგადობის სამყაროში ადამიანს არ შეუძლია გაძლება, იგი საჭიროებს აგრეთვე გრძნობად არსებობას, გრძნობას, გულს, სულსა და ა. შ. ფილოსოფია ამის მეოხებით მიღებულ დაპირისპირებას გაიაზრებს ისე, როგორც არის, თავისი გამჭოლი ზოგადობის თანახმად, და მის, ასევე ზოგადი წესით, მოხსნამდეც კი მიდის, მაგრამ ადამიანი ცხოვრების უშუალობაში უშუალო დაკმაყოფილებისაკენ ისწრაფვის. ასეთ დაკმაყოფილებას აღნიშნული წინააღმდეგობის გადალახვით ვაღწევთ, უწინარეს ყოვლისა, გრძნობად მოთხოვნილებათა სისტემაში. შიმშილი, წყურვილი, მოღლილობა, ჭამა, სმა, მაძღრობა, ძილი და ა. შ. ამ სფეროში ასეთი წინააღმდეგობისა და მისი გადალახვის მაგალითებია. მაგრამ ადამიანის არსებობის ამ ბუნებრივ სფეროში დაკმაყოფილების შინაარსი ბოლოვადი და შეზღუდული სახისაა; დაკმაყოფილება აბსოლუტური არ არის და ამიტომ დაუცხრომლად კვლავ ახალ საჭიროებაში გადადის; ჭამა, მაძღრობა, ძილი არაფერს შველის, შიმშილი, მოღლილობა ხვალ კვლავ თავიდან დაიწყება. შემდეგ, გონისეულ სტიქიაში ადამიანი ცდილობს დაკმაყოფილებას და თავისუფლებას მიაღწიოს ცოდნასა და ნება-სურვილში, შემეცნებასა და ქცევაში. უცოდინარი არ არის თავისუფალი, რადგან მის პირისპირ დგას უცხო სამყარო, მის მიღმა და გარეშე მყოფი რაღაც, რომელზეც იგი დამოკიდებულია ისე, რომ მას ეს უცხო სამყარო თავისთვის არ შეუქმნია და ამიტომ იგი არ გრძნობს თავს საკუთარ სახლში. ცოდნის წყურვილი, შემეცნებით, ცოდნით გატაცება, დაწყებული უმდაბლესი საფეხურიდან ფილოსოფიური გაგების უმაღლეს საფეხურამდე, მხოლოდ იმ მისწრაფებიდან წარმოდგება, რომ ეს არათავისუფლების მდგომარეობა მოხსნას, და სამყარო წარმოდგენასა და აზროვნებაში თავისად აქციოს, აითვისოს. მოქმედებებში თავისუფლება შებრუნებული წესით მიისწრაფვის იქით, რომ ნებისყოფის გონებამ სინამდვილეს მიაღწიოს. ამ გონებას ნებისყოფა ახორციელებს [ანამდვილებს] სახელმწიფო ცხოვრებაში. ჭეშმარიტად გონივრულად განწევრებულ სახელმწიფოში ყველა კანონი და დაწესებულება სხვა არაფერია თუ არა თავისუფლების რეალიზაცია მისი განსაზღვრებების თანახმად. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ცალკეული გონება ამ დაწესებულებებში მხოლოდ თავისი საკუთარი არსების სინამდვილეს ნახავს და, თუ იგი ამ კანონებს ემორჩილება, მაშინ იგი მისთვის უცხოს კი არ ემთხვევა, არამედ მხოლოდ თავისსავე საკუთარს [სამყაროს]. მართალია, ხშირად თვითნებობასაც თავისუფლებას ეძახიან, მაგრამ თვითნებობა მხოლოდ არაგონივრული თავისუფლებაა, არჩევანი და თვითგანსაზღვრა არა ნებისყოფის გონებიდან, არამედ მხოლოდ შემთხვევითი გულისთქმებიდან და მათი გრძნობადისა და გარეგანისაგან დამოკიდებულებიდან.

    ამრიგად, ფიზიკური მოთხოვნილებანი, ადამიანის ცოდნა და ნება-სურვილი ამქვეყნად ნამდვილად აღწევენ დაკმაყოფილებას და თავისუფალი წესით წყვეტენ სუბიექტურისა და ობიექტურის, შინაგანი თავისუფლებისა და გარეგნულად არსებული აუცილებლობის დაპირისპირებას, მაგრამ ამ თავისუფლებისა და დაკმაყოფილების შინაარსი მაინც შეზღუდული რჩება და ამგვარად თავისუფლებაცა და თვითდაკმაყოფილებაც ბოლოვადობის ერთ მხარეს ინარჩუნებს. მაგრამ იქ, სადაც ბოლოვადობაა, დაპირისპირებაცა და წინააღმდეგობაც ხელახლა იჭრება, და დაკმაყოფილებაც რელატიურს ვერ გასცილებია. უფლება-სამართალსა და მის სინამდვილეში, მაგალითად, მართალია, ჩემი გონიერება, ჩემი ნებისყოფა და მისი თავისუფლება აღიარებულია, მე პიროვნებად მცნობენ, პატივსაც მცემენ; მე მაქვს საკუთრება და იგი უნდა დარჩეს ჩემად. თუ საფრთხეში ჩავარდა, სასამართლო დაიცავს ჩემს უფლებას, მაგრამ ეს აღიარება და თავისუფლება კვლავ მხოლოდ ცალკეულ რელატიურ მხარესა და მათ ცალკეულ ობიექტებს ეხება, ამ სახლს, ამ თანხას, გარკვეულ უფლებას, კანონს და ა. შ., ამ ცალკეულ ქცევას და სინამდვილეს. რაც ცნობიერებას ამ მიმართულებით თვალწინ აქვს, მხოლოდ ცალკეული მოვლენებია. ისინი, მართალია, ურთიერთდაკავშირებული არიან და ურთიერთობათა ერთგვარ ერთობლიობასაც ადგენენ, მაგრამ მხოლოდ ისეთი რელატიური კატეგორიების ფარგლებში და ისეთ მრავალნაირ პირობებში, რომელთა ბატონობის დროს დაკმაყოფილება შეიძლება წუთიერად წარმოიშვას კიდეც და არც წარმოიშვას. მართალია, შემდეგ უფრო ზემოთ, სახელმწიფო ცხოვრება, როგორც მთლიანი, წარმოადგენს თავის თავში დასრულებულ ტოტალობას, სრულ ერთმთლიანობას, მთავარი, ხელმწიფე, მმართველობა, მთავრობა, სასამართლო, ჯარი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, თანაზიარობა და ა. შ. უფლებანი და მოვალეობანი, მიზნები და მათი დაკმაყოფილება, მოქმედების ბრძანებით დადგენილი წესები, აღსრულებანი, რომელთა საშუალებით ეს მთლიანი თავის მუდმივ სინამდვილეს ახორციელებს და იცავს, ეს მთელი ორგანიზმი ნამდვილ სახელმწიფოში თავის თავში მოწესრიგებული, სრული და დამთავრებულია, მაგრამ თვით პრინციპი, რომლის სინამდვილე აქ სახელმწიფო ცხოვრებაა და, რომელშიც კაცი თავის დაკმაყოფილებას ეძებს [თვით ეს პრინციპი], რა მრავალფეროვნადაც არ უნდა იშლებოდეს თავის შინაგან და გარეგან განწევრებაში, მაინც კვლავ ცალმხრივი და აბსტრაქტულია თავის თავში. ეს ნებელობის მხოლოდ გონივრული თავისუფლებაა, მასში რომ გაიშლება; თავისუფლება ნამდვილი ხდება მხოლოდ სახელმწიფოში და ისიც მხოლოდ ამ ცალკეულ სახელმწიფოში, ხოლო ამის მეოხებით აღნიშნული თავისუფლება კვლავ ნამდვილი ხდება არსებობის მხოლოდ განსაკუთრებულ სფეროსა და მის განცალკევებულ რეალობაში. ამგვარად, ადამიანი გრძნობს კიდევაც, რომ უფლებანი და მოვალეობანი ამ სფეროებში, არსებობის მათ ამქვეყნიურ და თვით ბოლოვად წესში საკმარისი არ არის, რომ ისინი მათ ობიექტურობაში, ისე როგორც სუბიექტისადმი მიმართებაში, მაინც კიდევ უმაღლეს დასაბუთებასა და სანქციას საჭიროებენ.

    რასაც ყოველმხრივ ბოლოვადობაში გახლართული ადამიანი ამ მიმართებით ეძებს, უმაღლესი სუბსტანციალური ჭეშმარიტების სფეროა, რომელშიც ბოლოვადის ყველა დაპირისპირება და წინააღმდეგობა თავის საბოლოო გადაწყვეტას, ხოლო თავისუფლება თავის სრულ დაკმაყოფილებას ჰპოვებს. ეს არის სფერო ჭეშმარიტებისა თავისთავად და არა სფერო შეფარდებითი ჭეშმარიტებისა, უმაღლესი ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, როგორც ასეთი, უმაღლესი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის გადაწყვეტაა, მასში თავისუფლებისა და აუცილებლობის, გონისა და ბუნების, ცოდნისა და საგნის, კანონისა და მიდრეკილების დაპირისპირებას, დაპირისპირებასა და წინააღმდეგობას საერთოდ, რა ფორმაც არ უნდა მიიღონ მათ, როგორც დაპირისპირებამ და წინააღმდეგობამ, აღარავითარი მნიშვნელობა და ძალა აღარა აქვთ. ამით აღმოჩნდება, რომ არც თავისუფლება თავისთვის, როგორც სუბიექტური, აუცილებლობისაგან განკერძოებული, არ გახლავთ აბსოლუტურად ჭეშმარიტი, და არც ასევე აუცილებლობას, თავისთვის იზოლირებულს არ შეიძლება მიეწეროს სიმართლე, ჭეშმარიტება. ჩვეულებრივი ცნობიერება, პირიქით, ამ დაპირისპირებას თავს ვერ აღწევს და სასოწარკვეთილი ან წინააღმდეგობაში ჩავარდება, ანდა უკუაგდებს მას და თავს სხვა გზით შველის, მაგრამ ფილოსოფია შედის ურთიერთსაწინააღმდეგო განსაზღვრებათა წიაღში, შეიცნობს მათ მათი ცნების თანახმად, ე. ი. არა როგორც აბსოლუტურთ თავიანთ ცალმხრივობაში, არამედ როგორც გადასაწყვეტთ, და დაადგენს მათ იმ ჰარმონიასა და ერთიანობაში, რაიც არს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების ამ ცნების მიწვდომაა სწორედ ფილოსოფიის ამოცანა. და თუმცა ფილოსოფია მთლიანად ყველაფერში შეიცნობს ცნებას, და ამის წყალობით, მარტო იგია შემმეცნებელი, ჭეშმარიტი აზროვნება, მაგრამ მაინც სულ სხვაა ცნება, ჭეშმარიტება თავისთავად, და სხვაა მისი შესატყვისი ან არაშესატყვისი არსებობა. ბოლოვად სინამდვილეში ის განსაზღვრებები, ჭეშმარიტებას რომ ეკუთვნიან, ვლინდებიან როგორც ურთიერთგარეშეობა, როგორც გათიშვა იმისა, რაც თავისი ჭეშმარიტების თანახმად, გაუთიშავია. ასე, მაგალითად, ცოცხალი არსება ინდივიდუუმია, მაგრამ სუბიექტის სახით იგი უპირისპირდება აგრეთვე გარემო არაორგანულ ბუნებას. მართალია, უსათუოდ ცნებაც შეიცავს ამ მხარეებს, მაგრამ როგორც შერიგებულთ; ბოლოვადი არსებობა კი მათ ერთმანეთს აშორებს. ამის გამო იგი ცნებისა და ჭეშმარიტების არაშესატყვისი, არაადეკვატური რეალობაა. ამგვარად ცნება, ცხადია, ყველგანაა, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ განამდვილდება თუ არა ცნება აგრეთვე თავის ჭეშმარიტების თანახმადაც ისეთ ერთიანობაში, რომელშიც განსაკუთრებული მხარეები და დაპირისპირებანი ერთმანეთის მიმართ არ ინარჩუნებენ არავითარ რეალურ თვითმყოფობას და სიმტკიცეს, არამედ მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ როგორც იდეალიზებულ, თავისუფალ თანხმოვანებაში შერიგებულ მომენტებს. პირველად მხოლოდ ამ უმაღლესი ერთიანობის სინამდვილე არის ჭეშმარიტების, თავისუფლებისა და დაკმაყოფილების რეგიონი. ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება ამ სფეროში და ეს დატკბობა ჭეშმარიტებისა, რომელიც, როგორც შეგრძნება, ნეტარებაა, ხოლო როგორც აზროვნება - შემეცნება, აღვნიშნოთ საზოგადოდ რელიგიაში ცხოვრებად, რადგანაც რელიგია არის ის საყოველთაო სფერო, რომელშიაც ერთიანი კონკრეტული ტოტალობა, სრული ერთმთლიანობა ადამიანისათვის გაცნობიერდება მისი საკუთარი არსებისა და აგრეთვე ბუნების არსების სახით, და მხოლოდ ეს ჭეშმარიტი სინამდვილე ევლინება მას უმაღლეს ძალად, განსაკუთრებულსა და ბოლოვადზე გაბატონებულ ძალად, რომლის მეოხებით ყველა აქამდე გაფანტულ-გათიშული და დაპირისპირებული უმაღლეს და აბსოლუტურ ერთიანობას დაუბრუნდება, 

    2. ხელოვნების დამოკიდებულება რელიგიასა და ფილოსოფიასთან

    იმის გამო, რომ ხელოვნებას საქმე აქვს ჭეშმარიტთან, როგორც ცნობიერების აბსოლუტურ საგანთან, ხელოვნებაც გონის აბსოლუტურ სფეროს ეკუთვნის, და ამიტომაც რელიგიასთან, სიტყვის სპეციალური გაგებით, ისე როგორც ფილოსოფიასთან თავისი შინაარსის მიხედვით, ერთსა და იმავე ნიადაგზე დგას, რადგანაც თვით ფილოსოფიასაც არ გააჩნია სხვა არავითარი საგანი, გარდა ღმერთისა, და ამგვარად, არსებითად რაციონალურ თეოლოგიას წარმოადგენს, და როგორც ჭეშმარიტების სამსახურში ჩამდგარი მუდმივი ღვთისმსახურება გახლავთ.

    შინაარსის ასეთი თანაბრობისას აბსოლუტური გონის სამი სფერო მხოლოდ იმ ფორმების მიხედვით განირჩევა ერთმანეთისაგან, რომლებშიც ისინი თავიანთ ობიექტს, აბსოლუტს, ცნობიერებამდე აამაღლებენ. 

    ამ ფორმების სხვაობა თვით აბსოლუტური გონის ცნებაშია ჩამარხული. გონი, როგორც ჭეშმარიტი გონი, არის თავისთავად და თავისთვის, და ამის გამო იგი არ არის საგნობრიობის მიღმური აბსტრაქტული არსება, არამედ იგი არის ამ საგნობრიობის შიგნით ბოლოვად

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1