Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გუსტავ ლე ბონ
გუსტავ ლე ბონ
გუსტავ ლე ბონ
Ebook97 pages1 hour

გუსტავ ლე ბონ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე თხზულებაში, რომელიც უფრო დიდი წიგნის, "ერების ფსიქოლოგია", ნაკვეთს წარმოადგენს, გუსტავ ლე ბონი ერის ხასიათს, მის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ერების დიფერენცირებასა და ისტორიული ერების ჩამოყალიბების მიზეზებს იკვლევს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateMar 23, 2020
გუსტავ ლე ბონ

Related to გუსტავ ლე ბონ

Related ebooks

Reviews for გუსტავ ლე ბონ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გუსტავ ლე ბონ - ერების ფსიქოლოგიური თვისებები

    გუსტავ ლე ბონ - ერების ფსიქოლოგიური თვისებები

    Gustav le Bon - Propriétés Psychologiques des Nations

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ქართველეს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თავი პირველი. ერის სული

    თავი მეორე. ერის ხასიათის ცვლილების საზღვრები

    თავი მესამე. ერების ფსიქოლოგიური იერარქია

    თავი მეოთხე. ინდივიდებისა და ერების პროგრესული დიფერენცირება

    თავი მეხუთე. ისტორიული ერების ჩამოყალიბება

    თავი პირველი. ერის სული

    როგორ ახდენენ ბუნებისმეტყველები ჯიშების კლასიფიცირებას. - მათი მეთოდების გამოყენება ადამიანების მიმართ. - ერების თანამედროვე კლასიფიცირების სუსტი მხარე. - ფსიქოლოგიური კლასიფიკაციის საფუძვლები. - ერების საშუალო ტიპები. - რამდენად გვაძლევს დაკვირვება მათი დადგენის საშუალებას. - ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ერის საშუალო ტიპს განსაზღვრავენ. - წინაპრებისა და მშობლების გავლენა. - საერთო ფსიქოლოგიური მონაპოვარი, რომელსაც მოცემული ერის ყველა ინდივიდი ფლობს. - გარდაცვლილ თაობათა უდიდესი გავლენა თანამედროვეებზე. - ამ გავლენის მათემატიკური საფუძვლები. - როგორ ვრცელდება კოლექტიური სული ოჯახიდან სოფელსა, ქალაქსა და პროვინციაზე. - უპირატესობები და საფრთხეები, რომლებიც ქალაქის, როგორც განკერძოებული მთლიანობის ჩამოყალიბებიდან გამომდინარეობს. - გარემოებები, რომელთა დროს კოლექტიური სულის ჩამოყალიბება შეუძლებელია. - იტალიის მაგალითი. - როგორ დაუთმეს ადგილი ბუნებრივმა ერებმა ისტორიულ ერებს.

    ბუნებისმეტყველები სახეობათა საკუთარ კლასიფიკაციას გარკვეულ ანატომიურ თავისებურებათა არსებობაზე აფუძნებენ, რომელთა გამეორება მემკვიდრეობითობის მიერ მართებულად და თანმიმდევრულად ხდება. დღეს ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ თავისებურებათა ცვლილება შეუმჩნეველ მცირე ცვლილებათა დაგროვებით ხდება; მაგრამ თუ ისტორიული დროის ხანმოკლე მონაკვეთს დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ სახეობები არ იცვლებიან.

    ადამიანის მიმართ ნატურალისტთა მეთოდების გამოყენებამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა რამდენიმე სრულიად განსხვავებული ტიპი. წმინდად ანატომიურ თავისებურებებზე დაყრდნობით, როგორიცაა კანის ფერი, თავის ქალის ფორმა და მოცულობა, შესაძლებელი გახდა იმის განსაზღვრა, რომ ადამიანის გვარი მრავალი სრულიად განსხვავებული სახეობისგან შედგება, რომლებიც, სავარაუდოდ, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც მოკრძალებით ეპყრობიან მითოლოგიურ ტრადიციებს, ეს სახეობები სხვა არაფერია, თუ არა ერები. მაგრამ, როგორც მავანმა შენიშნა საფუძვლიანად, „ზანგი და კავკასიელი რომ ლოკოკინები იყვნენ, ყველა ზოოლოგი ერთხმად მოყვებოდა იმის მტკიცებას, რომ ისინი სხვადასხვა სახეობებს მიეკუთვნებიან, რომელთა წარმოშობა შეუძლებელი იყო ერთი წყვილიდან, რომელსაც ისინი თანდათანობით შორდებოდნენ".

    ასეთი ანატომიური თავისებურებები, სულ ცოტა, მათი ის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ანალიზთან აქვს კავშირი, მხოლოდ ზოგად, უკიდურესად  უხეშ დაყოფას გულისხმობს. ეს განსხვავებები მხოლოდ ადამიანთა სახეობებში ვლინდება, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგალითად, თეთრკანიანებში, ზანგებსა და ყვითელკანიანებში. მაგრამ ხალხები,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1