Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ფილოსოფიის შესავალი
ფილოსოფიის შესავალი
ფილოსოფიის შესავალი
Ebook321 pages3 hours

ფილოსოფიის შესავალი

Rating: 3.5 out of 5 stars

3.5/5

()

Read preview

About this ebook

ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამოჩენილი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი ფართო მკითხველისთვის გვთავაზობს ფილოსოფიის შესავალს. იმავდროულად იგი გვთავაზობს საკუთარი ფილოსოფიური აზრის ცხად რეზიუმეს. იასპერსის აზრით, ფილოსოფიის წყარო უნდა ვეძებოთ „გაოცებასა, დაეჭვებასა და დაკარგულობის გაცნობიერებაში“, ფილოსოფიური ძიება კი უწყვეტი ცვალებადობისა და თვითაღმოჩენის პროცესია.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 16, 2021
ფილოსოფიის შესავალი

Related to ფილოსოფიის შესავალი

Related ebooks

Reviews for ფილოსოფიის შესავალი

Rating: 3.25 out of 5 stars
3.5/5

4 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ფილოსოფიის შესავალი - კარლ იასპერსი

    კარლ იასპერსი - ფილოსოფიის შესავალი

    Karl Jaspers - Einführung in die philosophie

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    1. რა არის ფილოსოფია?

    2. ფილოსოფიის წარმოშობის წყაროები

    3. ყოვლისმომცველი

    4. აზრი ღმერთის შესახებ

    5. უპირობო მოთხოვნა

    6. ადამიანი

    7. სამყარო

    8. რწმენა და განმანათლებლობა

    9. კაცობრიობის ისტორია

    10. დამოუკიდებელი ფილოსოფოსი

    11. ცხოვრების ფილოსოფიური წესი

    12.  ფილოსოფიის ისტორია

    1. რა არის ფილოსოფია?

    რა არის ფილოსოფია და რითია ის ღირებული? ეს კითხვა მრავალრიცხოვან კამათთა საგანს წარმოადგენს. ფილოსოფიისგან ან არაჩვეულებრივ განმარტებებს ელიან ან გულგრილად ახდენენ მის უგულვებელყოფას, როგორც უსაგნო აზროვნებისა. მის წინაშე სიმხდალეს იჩენენ, თითქოს სრულებით უნიკალურ ადამიანთა გამორჩეული მიღწევა ყოფილიყოს, ან სძულთ, როგორც მეოცნებეთა უსარგებლო ნააზრევი. მას ისეთ რამედ მიიჩნევენ, რაც ყველას ეხება და ამიტომ საფუძველშივე ყველასთვის გასაგები და მარტივი უნდა იყოს, ან რაღაც იმდენად რთული, რომ ამ საქმით დაკავება სრულიად უიმედო საქმედ წარმოდგება. ამგვარად, ის, რასაც ფილოსოფია ეწოდება, სრულიად მკვეთრად დაპირისპირებულ შეხედულებათა საფუძველს წარმოადგენს.

    იმ ადამიანისთვის, ვისაც მეცნიერების სწამს, უარესს ის წარმოადგენს, რომ ფილოსოფიას არ გააჩნია საყოველთაოდ აღიარებული შედეგები, ანუ ის, რაც შეიძლება სრულიად განსაზღვრულად ვიცოდეთ და ვფლობდეთ. იმ დროს, როდესაც მეცნიერებებმა უდაოდ მიაღწიეს საკუთარ სფეროებში სანდო და საყოველთაოდ აღიარებულ ცოდნას, ფილოსოფიამ ეს ვერ შეძლო, მიუხედავად ათასწლოვანი ძალისხმევისა. ვერ უარვყოფთ: ფილოსოფიაში არ არსებობს ის ერთსულოვნება, რომლის ჩამოყალიბება სასრულად შეცნობილთან მიმართებით ხდება. ის, რასაც ყველა აღიარებს, ეყრდნობა რა უცილობელ საფუძვლებს, და რაც ამასთანავე მეცნიერულ ცოდნად ითვლება, ფილოსოფიას აღარ წარმოადგენს, არამედ შემეცნების კონკრეტულ სფეროს ეკუთვნის.

    მეცნიერებებისაგან განსხვავებით ფილოსოფიისთვის პროგრესი არ არის დამახასიათებელი. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად წინ წავედით ძველბერძენ ექიმ ჰიპოკრატესთან შედარებით, მაგრამ რთულია იმის თქმა, რომ პლატონს მნიშვნელოვნად დავშორდით. მხოლოდ მასალაში მეცნიერული შემეცნებისა, რომლითაც ის სარგებლობდა, წავედით ჩვენ წინ. თავად ფილოსოფიურ აზროვნებაში კი შესაძლოა მას არც გავტოლებივართ.

    იმას, რომ ფილოსოფიის ვერც ერთი ფორმა, განსხვავებით მეცნიერებებისგან, ვერ იხვეჭს საყოველთაო აღიარებას, ფესვი თავად ფილოსოფიის საგანში უნდა ჰქონდეს. უტყუარობის ფორმა (Gewißheit), რომელიც გვხიბლავს მასში, მაგრამ არ არის რა მეცნიერული ანუ ერთი და იგივე ყველა გონებისთვის, ერთგვარ შეხედულებას, ან დაჯერებულობას (Vergewisserung) წარმოადგენს, რომლის მიღწევაში ადამიანის მთელი არსი იღებს მონაწილეობას.

    იმ დროს, როდესაც მეცნიერული კვლევები ცალკეულ დისციპლინებში მიმდინარეობს, რომელთა ცოდნა სულაც არ არის აუცილებელი, ფილოსოფიას საქმე აქვს ყოფიერებასთან მთლიანად, რომელიც ეხება ადამიანს, როგორც ადამიანს, და ასევე ჭეშმარიტებასთან, რომელიც, სადაც კი ამოფეთქავს, უფრო ღრმად გვითრევს, ვიდრე ნებისმიერი მეცნიერული ცოდნა.

    თუმცა კი განვითარებული ფილოსოფია დაკავშირებულია მეცნიერებებთან - იგი მეცნიერებებს გულისხმობს მათი განვითარების მდგომარეობაში, რასაც მათ კონკრეტულ ეპოქაში მიაღწიეს - თუმცა აზრს სხვა წყაროდან იძენს. ყოველგვარ მეცნიერებამდე იგი იქ ჩნდება, სადაც ადამიანი იღვიძებს.

    ასეთი ფილოსოფია მეცნიერების გარეშე ჩვენს წინაშე რამდენიმე საინტერესო გამოვლინებით წარმოდგება.

    პირველი: თითქმის ყველა ადამიანი თვლის, რომ უნარი შესწევს განიხილოს ფილოსოფიური საკითხები. იმ დროს, როდესაც მეცნიერების სფეროში აღიარებენ, რომ მისი გაგებისთვის აუცილებელია სწავლა, მომზადება და მეთოდი, ფილოსოფიასთან მიმართებით იმის პრეტენზია აქვთ, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე ეზიარონ მას, თვლიან რა, რომ ნებისმიერს შესწევს უნარი, მონაწილეობა მიიღოს ფილოსოფიური პრობლემების განხილვაში. ადამიანის საკუთარი ყოფა, საკუთარი ბედი და საკუთარი გამოცდილება ამისათვის საკმარის საფუძვლად ითვლება.

    უნდა ვაღიაროთ, რომ ფილოსოფია ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს მისაწვდომი. ფილოსოფიის ყველაზე საფუძვლიანი გზები, რომლებსაც პროფესიონალი ფილოსოფოსები მიუყვებიან, აზრს მხოლოდ მაშინ იძენენ, როდესაც ისინი ადამიანის ყოფიერებას მიმართავენ, რაც განსაზღვრებას ყოფიერებასა და მასში საკუთარ ადგილთან მიმართებით თავდაჯერებულობის მოპოვების პროცესში პოულობს.

    მეორე: ფილოსოფიური აზროვნება ყოველ ჯერზე ხელახლა უნდა იწყებოდეს. ყოველი ადამიანი მას დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს.

    გასაოცარ ნიშანს იმისა, რომ ადამიანი იმთავითვე ფილოსოფოსობს, ბავშვების კითხვები წარმოადგენს. ხშირად ბავშვთა ბაგეთაგან შეიძლება გავიგონოთ ისეთი რამ, რაც თავისი აზრით უშუალოდ ფილოსოფიის სიღრმისკენ მიემართება. რამდენიმე მაგალითს მოვიტან:

    ბავშვი გაკვირვებულია: „მე ყოველთვის ვცდილობ ვიფიქრო, რომ სხვა ვარ, მაგრამ ყოველთვის ისე აღმოჩნდება, რომ მე - მე ვარ". ეს ბიჭუნა ყოველგვარი თავდაჯერებულობის საწყისს, თვითშეგნებაში ყოფიერების შეგნებას  ეხება. მას ანცვიფრებს მე-ს ყოფიერების (Ichsein) ამოცანა, ის, რასაც სხვა ვერაფერში ჩაწვდები. ის კითხვითაა გამსჭვალული ამ საზღვრის წინაშე.

    სხვა ბავშვი სამყაროს წარმოშობის ისტორიას ისმენს: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა... და მყისიერად სვამს კითხვას: „მანამდე რა იყო? ეს ბიჭუნა მიხვდა, რომ კითხვების დასმა უსასრულობამდე შეიძლება, რომ გონებას არ ძალუძს შეჩერება, იმ აზრით, რომ მას არ შეიძლება გააჩნდეს საბოლოო პასუხი.

    გოგონას, რომელმაც სეირნობისას ველური მდელო იხილა, უყვებიან ზღაპარს ელფების შესახებ, რომლებიც ღამ-ღამობით ფერხულში ებმებიან... „მაგრამ ისინი ხომ არ არსებობენ. მას რეალური საგნების შესახებ მოუთხრობენ. აკვირდებიან რა მზის მოძრაობას, განმარტავენ საკითხს იმის შესახებ, მზე ბრუნავს თუ დედამიწა, მოაქვთ არგუმენტები დედამიწის სიმრგვალისა და საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის სასარგებლოდ... „ეს ტყუილია, - ფეხს აბაკუნებს გოგონა. - დედამიწა მყარად დგას. მე მხოლოდ იმის მწამს, რასაც ვხედავ. ამის პასუხად: „მაშასადამე შენ არც ღმერთი გწამს, რადგან ვერც მას ხედავ. გოგონა ყურადღებას ძაბავს და გადაჭრით ამბობს: „ის რომ არ ყოფილიყო, ჩვენც ხომ არ ვიქნებოდით აქ.  ეს ბავშვი არსებობის (Dasein) წინაშე გაოცებითაა გამსჭვალული: იგი არსებობს სხვა რაღაცის წყალობით, არა თავისთავად. და ის ხვდება განსხვავებებს თავად კითხვებში: სამყაროში არსებულ რომელიმე საგანზეა ისინი მიმართული თუ ჩვენს ყოფიერებასა და არსებობაზე მთლიანად.

    სხვა გოგონა სტუმრად მიემართება და კიბეზე ადის. მისთვის ცხადი ხდება, როგორ უწყვეტად იცვლება ყველაფერი, მიედინება, მიქრის, თითქოს არც არაფერი ყოფილა. „მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ურყევი... ის, რომ მე ახლა კიბით ავდივარ დეიდასთან, მინდა რომ დარჩეს". ყოველივეს წამიერი და წარმავალი ხასიათის წინაშე განცვიფრებული და დამფრთხალი გოგონა უმწეოდ ეძებს გამოსავალს.

    ვინმეს რომ მსგავსი მაგალითების შეგროვებისთვის მოეკიდა ხელი, საბავშვო ფილოსოფიის მდიდარ ენციკლოპედიას შექმნიდა. ის შეხედულება, რომ ეს ყველაფერი ბავშვებს მანამდე მშობლების ან ვინმე სხვა პიროვნებისგან აქვთ გაგონილი, როგორც ჩანს, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ის შეხედულება კი, რომ ბავშვები შემდგომში აღარ განაგრძობენ ფილოსოფოსობას და, შესაბამისად, მსგავსი გამონათქვამები შესაძლოა შემთხვევითი ყოფილიყო, ვერ ითვალისწინებს შემდეგ ფაქტს: ბავშვები ხშირად ფლობენ გენიალობას, რომელიც წლებთან ერთად იკარგება. ასაკში, ვკარგავთ რა ბავშვურ უშუალობას, თითქოს შეთანხმებებისა და შეხედულებების სატუსაღოში აღმოვჩნდებით, მრავალი სახის საფარში ვიმალებით და მის ტყვედ ვიქცევით, რის კითხვას ვერ ვბედავთ. ბავშვის მდგომარეობა - ესაა საკუთარი თავის მშობი სიცოცხლის მდგომარეობა: ის ჯერ კიდევ ღიაა, გრძნობს, ხედავს და კითხვებს სვამს იმის შესახებ, რაც მალე მის წინაშე აღარ იქნება. ის ვერ ინარჩუნებს იმას, რაც მას უცხადდება ამა თუ იმ წამს, და გაკვირვებულია, როდესაც მოგვიანებით ყველაფრის შემნიშნავი მშობლები მოახსენებენ მას ნათქვამის ან დასმული კითხვის შესახებ.

    მესამე: იმთავითი ფილოსოფოსობა შეინიშნება, როგორც ბავშვებში, ისე სულით ავადმყოფებში. ხანდახან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ძალზედ იშვიათად, საყოველთაო განუსაზღვრელობის ბორკილები თითქოს იხსნება და ამაღელვებელი ჭეშმარიტება იწყებს საუბარს. ზოგი სულიერი ავადმყოფობის საწყის სტადიებზე ყოვლად გასაოცარ მეტაფიზიკურ აღმოჩენებს აქვთ ადგილი, რომლებიც, მართალია, ფორმისა და სიტყვიერი გამომხატველობის მიხედვით ყოველთვის იმდენად შოკისმომგვრელია, რომ მათ გაცხადებას არ შეიძლება რაიმე ობიექტური მნიშვნელობა მივანიჭოთ, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როგორიც პოეტი ჰოლდერლინი და ფერმწერი ვან გოგია. თუმცა მას, ვინც აღნიშნულს ესწრება, შეუძლებელია არ დაეუფლოს შთაბეჭდილება, რომ აქ იხსნება ფარდა, რომლის მიღმა მიმდინარეობს ჩვეულებრივ ჩვენი ცხოვრება. ზოგ ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანსაც ახასიათებს ღრმად შემაშფოთებელი ნიშნების განცდის გამოცდილება, რაც ძილიდან სიფხიზლისკენ გარდამავალი მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი და გაღვიძებისას სრულად ქარწყლდება, ტოვებს რა მხოლოდ განცდას იმისა, რომ მას მეტად ვეღარ მივაღწევთ. ღრმა აზრი დევს გამონათქვამში, რომ ბავშვებისა და ნეტართა ბაგეებიდან ჭეშმარიტება მოედინება. თუმცა, შემოქმედებითი პირველსაწყისი, რომელსაც ჩვენ დიად ფილოსოფიურ აზრებს უნდა ვუმადლოდეთ, აქ მაინც არ ძევს. მას იმ მცირე რაოდენობისკენ მივყავართ, რომლებიც, დამოუკიდებლები და ბუნებრივები, ჩვენ წინაშე უკანასკნელი ათასწლეულების გამორჩეულ მოაზროვნეებად წარმოდგებიან.

    მეოთხე: ვინაიდან ფილოსოფია ადამიანისთვის აუცილებელია, ის მუდმივად იღებს მონაწილეობას საზოგადოებრივ აზრში, თაობიდან თაობისთვის გადაცემულ ანდაზებში, საყოველთაოდ გამოყენებად ფილოსოფიურ გამონათქვამებში, ისევე, როგორც განათლებულ ლექსიკასა და პოლიტიკურ კრედოში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა და ისტორიის დასაწყისიდან - მითში. ფილოსოფიისთვის თავის დაღწევა შეუძლებელია. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ხდება მისი გაცნობიერება თუ არა, კარგი იქნება ის თუ ცუდი, ბუნდოვანი თუ ცხადი. ის, ვინც უარყოფს ფილოსოფიას, თავადაა მისით დაკავებული, თუმცა ამას ვერ აცნობიერებს.

    მაშ, რაღაა ფილოსოფია, თუ ის ესოდენ უნივერსალურია და ასეთ ნიშანდობლივ ფორმებში ვლინდება?

    ბერძნული სიტყვა ფილოსოფოსი (philosophos) მნიშვნელობით საპირისპიროა სიტყვისა sophos. ეს სიტყვა, philosophos, ნიშნავს შემეცნების (ცოდნის) მოყვარულს, - განსხვავებით მისგან, ვინც, დაეუფლება რა ცოდნას, საკუთარ თავს მცოდნეს უწოდებს. სიტყვის ეს მნიშვნელობა დღემდეა შენარჩუნებული: ჭეშმარიტების ძიება და არა ჭეშმარიტების დაუფლებაა ფილოსოფიის არსი, - თუნდაც ის ხშირად უწინდელივით ღალატობდეს მის ამ არსს დოგმატიზმით, რომელიც დებულებებში გამოხატულ საბოლოო, დასრულებულ და დიდაქტიკური ხასიათის მქონე ცოდნას გულისხმობდეს. ფილოსოფია გზაზე დგომას ნიშნავს. მისი კითხვები მეტად არსებითია, ვიდრე პასუხები, ხოლო ყოველი პასუხი ახალ კითხვად გარდაიქმნება.

    მაგრამ ეს „ყოფნა გზად" - როგორც ბედი ადამიანისა, რომელიც დროში არსებობს, - ღრმა კმაყოფილების შესაძლებლობის მატარებელია, რაც განსაკუთრებულ მიღწევათა მომენტებში მოიპოვება. მისი პოვნა შეუძლებელია გამოთქმულ ცოდნაში, მეცნიერულ დებულებებსა და პრინციპებში - ის ადამიანის ყოფის ისტორიულ განხორციელებაში ძევს, რომელსაც თავად ყოფიერება

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1