Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სიმღერა როლანდზე
სიმღერა როლანდზე
სიმღერა როლანდზე
Ebook291 pages1 hour

სიმღერა როლანდზე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"სიმღერა როლანდზე" ფრანგული ლიტერატურის უძველესი ჩვენს დრომდე მოღწეულია ძეგლია. ეს არის ეპიკური პოემა, რომელიც რონსევალის ხეობაში 778 წელს კარლოდ დიდის ბრძოლის პერიპეტიებს ეფუძნება. შექმნილი უნდა იყოს 1040 და 1115 წლებს შორის.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 6, 2021
სიმღერა როლანდზე

Read more from უცნობი

Related to სიმღერა როლანდზე

Related ebooks

Related categories

Reviews for სიმღერა როლანდზე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სიმღერა როლანდზე - უცნობი

    სარჩევი

    მეფე მარსილის თათბირი 

    კარლოსის თათბირი

    განელონის ღალატი

    როლანდი ზურგის რაზმის სარდალი

    ოლივიე მტერს შენიშნავს

    როლანდის სიამაყე

    ბრძოლა ჩაღდება

    საყვირის ძახილი

    განადგურება

    კარლოსის მოახლოვება

    მღვდელმთავარის დალოცვა

    შურისძიება

    განელონის დასჯა

    სიმღერის დასასრული 

    მეფე მარსილის თათბირი

    I

    მეფე კარლოსმა, ჩვენი ქვეყნის დიდმა ხელმწიფემ,

    ესპანეთს დაჰყო შვიდი წელი, ვიდრემდე სრულად

    მან არ დაიპყრო ზღვისპირამდე მთიანი მიწა.

    ვერც ერთმა კოშკმა ვერ გაუძლო მის ძლიერ მახვილს,

    დაამხო ყველა გალავანი, ყველა ქალაქი,

    გადარჩა მხოლოდ სარაგოსი, ნაშენი მთაზე.

    ამ კუთხის მფლობელს, მეფე მარსილს, ღმერთი არ უყვარს,

    იგი მუჰამედს თაყვანსა სცემს, აპოლონს უხმობს,

    უბედურებას ამიტომ თავს ვერ აარიდებს. 

    II

    მეფე მარსილი, გულმშფოთვარე, იყო სარაგოსს.

    ის გასულიყო თალხ ჩრდილებით სავსე ბაღნარში,

    და სუფთა, ცისფერ მარმარილოს პარმაღზე იწვა.

    გარშემო იდგა ოციათას მხედარზე მეტი,

    და მან მიმართა თავის მთავრებს, ერთგულ თავადებს:

    „უბედურება, ბატონებო, კარს მოგვდგომია!

    კარლოსი, დიდი საფრანგეთის მეფე, ბატონი,

    მოსულა ჩვენში, ჩვენი ქვეყნის ასაოხრებლად.

    მე არ მყავს ჯარი, რომ შევება და წინ აღვუდგე,

    მე არ მყავს ხალხი, რომ გავფანტო მისი მხედრობა.

    ვინცა ხართ ბრძენი, გთხოვთ მირჩიოთ, თუ რა ვიღონო,

    ვით ვიხსნა თავი სამარცხვინო სიკვდილისაგან".

    ყველანი სდუმდნენ, არც ერთ წარმართს სიტყვა არ უთქვამს,

    ვალ-ფონდის კოშკის მფლობელ მთავრის ბლანკანდრინის მეტს. 

    III 

    წარმართთა შორის ბლანკანდრინი უბრძნესი იყო,

    თავისი მეფის ერთგულ მოყმედ მუდამ მიაჩნდათ.

    შეეძლო ბატონს ბრძნული რჩევით დახმარებოდა.

    მან უთხრა მეფეს: „მბრძანებელო, ნუ შეშინდებით,

    აცნობეთ კარლოსს, ამაყსა და ფიცხ შემმართებელს,

    რომ მეგობრად სთვლით და ერთგულად ემსახურებით. 

    თან გაუგზავნით თქვენ მას დათვებს, ლომებს და ძაღლებს,

    შვიდას აქლემსა და ათას ქორს, ბუმბულგამოცვლილს,

    ოთხას ჯორს, ხალას ოქრო-ვერცხლით მძიმედ დატვირთულს,

    რამდენიც უხვად ორმოცდაათ ურემს აავსებს,

    რითაც მეომრებს გადაუხდის იგი საფასურს.

    მან ჩვენს მხარეში საკმარისად დიდხანს იომა;

    დროა დაბრუნდეს ის საფრანგეთს, ექს-ლა-შაპელში.

    წმინდა მიქელის დღეობაზე აღუთქვით ნახვა, -

    რომ იქ მიიღებთ ქრისტიანთა სარწმუნოებას,

    იქნებით მისი სამუდამოდ ერთგული მოყმე.

    თუ მოგთხოვს მძევლებს, უყოყმანოდ მიეც ისინი,

    დაიმსახურებ, მჯერა, ამით კარლოსის ნდობას.

    ჩვენი ცოლების წარუგზავნე პირმშო შვილები.

    მეც გავუგზავნი ჩემს შვილს, დაე, იქ დაიღუპნენ,

    უკეთესია ქვეყნისათვის მათ დასდონ თავი,

    ვიდრე დავკარგოთ პატივი და მთლად სამფლობელო,

    და გადავიქცეთ მათხოვრებად, მაწანწალებად".

    IV

    კვლავ მოახსენა ბლანკანდრინმა: „ვფიცავ მარჯვენას

    და ამ წვერს, მკერდზე ახლა ქარი რომ მირხევს ნელა,

    თუ დამიჯერებთ, მყის იხილავთ ფრანგებს გაფანტულს:

    ფრანგები წავლენ საფრანგეთში, მშობელ მხარეში,

    თითო მათგანი თავის კერას დაუბრუნდება,

    ხოლო კარლოსი ექსის კარის ეკლესიაში

    აღავლენს ლოცვას კვლავ მიქელის პატივსაცემად.

    გაივლის ხანი, დანიშნული ვადაც დადგება,

    მაგრამ კარლოსი ვერ გაიგებს თქვენგან ვერაფერს, - 

    ფრანგთა ხელმწიფე უწყალოა, გულით სასტიკი,

    მაშინვე მძევლებს იგი თავებს დააყრევინებს,

    მაგრამ გასწირონ სჯობს სიცოცხლე ჩვენმა შვილებმა,

    ვიდრე დავკარგოთ ესპანეთი, მზიური მხარე,

    და ავიტანოთ მწუხარება აუტანელი".

    ერთხმად იყვირეს წარმართებმა: „ასე აჯობებს", 

    V

    მეფე მარსილმა მსწრაფლ დაშალა ბჭობა, თათბირი,

    მაგრამ მაშინვე მოუწოდა მან ბალაგერელს,

    ესტამარინს და ეუტროპინს თავის მეგობრებს.

    აგრეთვე იხმო პრიამუსი, გარლან ლე-ბარბუ,

    მაშინიერი და იმისი ბიძა მაჰეუ,

    ჟოიმერი და მობიენი, ზღვის მიღმა მხრიდან, 

    თან ბლანკალდრინიც, რომ გააცნოს მათ თვისი გეგმა.

    ყველაზე უფრო ცბიერები ესენი იყვნენ.

    მათ უთხრა მეფემ: „ბატონებო, წახვალთ კარლოსთან,

    რომელსაც უნდა შემოარტყას ალყა ჩვენს კორდუს.

    ხელთ დაიჭირეთ ზეთისხილის მწვანე რტოები,

    ჩვენგან უსიტყვოდ მორჩილების და ზავის ნიშნად. 

    თქვენ თქვენის ნიჭით თუ კი შესძლებთ ჩვენს შერიგებას,

    იმდენს გაჩუქებთ, ბატონებო, ვერცხლსა და ოქროს,

    მიწას და სოფლებს, რამდენსაც კი გულით ისურვებთ".

    წარმართებმა თქვეს: „მართალს ბრძანებს ჩვენი ბატონი". 

    VI 

    მეფე მარსილმა თავის კაცებს, თათბირის ბოლოს,

    კვლავ მოახსენა: „ბატონებო, წახვალთ კარლოსთან,

    ხელთ დაიჭირეთ ზეთისხილის მწვანე რტოები,

    და თანაც ეტყვით ჩემს მაგიერ ხელმწიფე კარლოსს:

    ღვთის გულისათვის შემივრდომოს და შემიწყალოს.

    ეტყვით: ერთი თვეც არ იქნება შესრულებული,

    რომ ვეახლები მე მას ჩემი ქვეშევრდომებით,

    რათა მივიღო ქრისტიანთა სარწმუნოება

    და გავხდე მისი საყვარელი, ერთგული მოყმე.

    თუ მძევლები სურს, უეჭველად ის მათ მიიღებს".

    მას ბლანკანდრინმა მოახსენა: „სრულ ნდობას ჰპოვებთ".

    VII 

    მარსილმა ათი თეთრი ჯორი მოაყვანინა,

    რომლებიც ადრე სევილიის მეფემ მიართვა,

    ოქროს ლაგმებით და ვერცხლისა უნაგირებით.

    მეფის ელჩები უხმაუროდ შესხდნენ ჯორებზე,

    ხელში ეჭირათ ზეთისხილის მწვანე რტოები.

    ისინი წარსდგნენ საფრანგეთის ძლიერ მეფესთან,

    მაგრამ დარჩება მათგან იგი მოტყუებული. 

    კარლოსის თათბირი

    VIII 

    მეფე კარლოსი მხიარული და მორჭმულია,

    კორდუ აიღო და შემუსრა მისი კედლები.

    მან მანქანებით ყველა კოშკი, ციხე დაამხო.

    მისმა მხედრებმა მოიპოვეს დიდი ალაფი:

    ოქრო და ვერცხლი, უმდიდრესი ტანსაჭურველი.

    არ დარჩენილა ამ ქალაქში ერთი წარმართიც:

    ზოგი მოჰკლეს და ქრისტიანად ზოგიც მონათლეს.

    გამარჯვებული ფრანგთა მეფე ერთ დიდ ბაღშია,

    მასთან არიან: მხნე როლანდი და ოლივიე,

    ომში ამაყი ანსეისი, ქველი სამსონი,

    გმირი ჟოფრუა ანჟუელი - მეფის მედროშე.

    იქვე არიან მამაცები ჟერენ, ჟერიე

    და მრავალი სხვა, სულ თხუთმეტი ათასი ფრანგი.

    თეთრ ხალიჩებზე რაინდები ხალვათად სხედან

    და გასართობად მხიარულნი ნარდს თამაშობენ.

    უფრო მოხუცნი ნელა შამათს შეექცევიან,

    ხოლო ჭაბუკნი მოშორებით ფარიკაობენ.

    ერთ ფიჭვის ხის ქვეშ, გადაბარდნილ ასკილთან ახლოს

    სდგას სავარძელი, ოქროსაგან გაკეთებული.

    შიგა ზის მეფე, საფრანგეთი ვისაც უპყრია,

    წვერი თეთრი აქვს და თავი მთლად დავარდებული.

    ტანი ლამაზი, გარეგნობა - იერიანი,

    სხვათაგან იგი შორიდანაც გამოირჩევა.

    მარსილის ელჩნი ცხენებიდან ჩამოხტნენ სწრაფად

    და მიესალმნენ მოწიწებით ხელმწიფე კარლოსს. 

    IX 

    სხვებზე პირველად ბლანკადრინმა დაიწყო სიტყვა

    და უთხრა მეფეს: „სალამი თქვენ, დიდო მპყრობელო, 

    იმ ღვთის სახელით, რომელსაც თქვენ ეთაყვანებით.

    აი, რას გამცნებთ მეომარი მეფე მარსილი:

    რაკი დარწმუნდა თქვენი რჯულის სიდიადეში,

    იგი მოგიძღვნით თვისი განძის უდიდეს ნაწილს:

    დათვებს და ლომებს, რჩეულ მწევრებს ყელსაბმურებით,

    თან შვიდას აქლემს და ათას ქორს, ბუმბულგამოცვლილს,

    ოთხას ჯორს, იმდენ ოქრო-ვერცხლით მძიმედ დატვირთულს,

    რამდენიც უხვად ორმოცდაათ ურემს აავსებს,

    და თქვენ გექნებათ სულ ბაჯაღლო ოქროს ბეზანტი,

    რითაც, მეომრებს შეგეძლებათ საფასი მისცეთ.

    თქვენ დიდხანს დარჩით ამ მხარეში, ჩემო ბატონო,

    უკვე დრო არის დაუბრუნდეთ მშობელ საფრანგეთს,

    მეფე მარსილიც ფიცს იძლევა, რომ იქ ჩამოვა".

    მეფე კარლოსმა ზეცისაკენ აღაპყრნა ხელნი,

    შემდეგ დაჰხარა მძიმედ თავი და ფიქრს მიეცა. 

    X

    მეფე კარლოსი დიდხანს იყო თავჩაქინდრული,

    მას არ უყვარდა აჩქარებით სიტყვის წარმოთქმა, 

    ლაპარაკობდა ის ყოველთვის მძიმედ და ნელა;

    ბოლოს შეირხა და ასწია ამაყად თავი.

    „თქვენ მშვენიერად ლაპარაკობთ, - მან უთხრა ელჩებს, -

    მაგრამ მარსილი, თქვენი მეფე, ჩემი მტერია.

    ამიტომ სიტყვებს, რომლებიც თქვენ ახლა წარმოსთქვით,

    ვით შემიძლია დავუჯერო და გულით ვენდო?"

    „მძევლებს მოგართმევთ,- მოახსენა მეფეს წარმართმა, -

    გსურთ ათი იყოს, გინდ თხუთმეტი, გინდ ოცი კაცი.

    მათში იქნება ჩემი შვილიც. ჭაბუკთა შორის

    არ მეგულვება მასზე უფრო კეთილშობილი.

    როცა აქედან დაბრუნდებით თქვენს სამშობლოში,

    დაუყოვნებლივ გეახლებათ ჩემი ბატონიც,

    წმინდა მიქელის დღეობის დღეს, თავის ამალით,

    და იქ მიიღებს ქრისტიანთა სარწმუნოებას".

    მეფემ თქვა: „ამით შეიძლება მან თავი იხსნას". 

    XI

    კარგი დღე იყო და როცა მზე გადაიხარა

    მეფის ახორში ათი თეთრი ჯორი დააბეს.

    შემდეგ დიდ ბაღში, ვაზთა შორის, დადგეს კარავი,

    მეფის ბრძანებით ათი ელჩი შიგ მოათავსეს.

    თან მიუჩინეს მათ თორმეტი მოსამსახურე,

    და უშფოთველად გაატარეს სტუმრებმა ღამე.

    დილა ადრიან კარლოს მეფე ზეზე წამოდგა.

    ჯერ მოისმინა ცისკრის ლოცვა და დილის წირვა,

    შემდეგ დაბრძანდა ფიჭვის ხის ქვეშ თვის სავარძელში,

    ყველა თავადი და მთავარი იხმო თათბირზე;

    ფრანგთა გარეშე არ უნდოდა რამე ეღონა. 

    XII

    მეფე კარლოსი ფიჭვის ხისქვეშ ტაxტზე დაბრძანდა,

    მყის თავადები და მთავრები იხმო თათბირზე.

    აი ოჟიე და ტურპინი - მხნე მღვდელმთავარი,

    მოხუცი რიჩარდ და იმისი ძმისწული ჰანრი,

    აი, რაინდი ანსელენი გასკონიიდან.

    მოვიდა ტრიბო რეიმსელი, რომელსაც გვერდით

    ახლდა თავისი ბიძაშვილი - გმირი მილონი.

    მოვიდნენ კიდევ იქ ჟერენი და ბრგე ტერიერ,

    იმათთან ერთად გამოცხადდა ფიჭვთან როლანდიც,

    როლანდს თან მოჰყვა ოლივიე, გულით მამაცი.

    ათასმა ფრანგმა მოიყარა მეფესთან თავი.

    როცა მოვიდა განელონიც, ფიცის გამტეხი,

    დაიწყო ბჭობა და თათბირი საბედისწერო. 

    XIII 

    ჩემნო თავადნო, ყველამ იცით, - თქვა კარლოს მეფემ, -

    მეფე მარსილმა გამოგზავნა ჩემთან ელჩები.

    თავის სიმდიდრის ერთ დიდ ნაწილს იგი გვთავაზობს;

    დათვებს და ლომებს, რჩეულ მწევრებს ყელსაბმურებით.

    თან შვიდას აქლემს და ათას ქორს, ბუმბულგამოცვლილს, 

    კიდევ ოთხას ჯორს, ოქროებით მძიმედ დატვირთულს,

    ორმოცდაათ ეტლს, ოქროითვე პირთამდე სავსეს;

    ეს იმ პირობით - საფრანგეთში თუ დავბრუნდები.

    აღმითქვამს - იგიც იქ ჩამოვა, ჩემს სასახლეში, 

    და აღიარებს ქრისტიანთა სარწმუნოებას.

    მაგრამ ვინ იცის - გულწრფელია მისი განზრახვა?"

    ფრანგებმა უთხრეს: „საჭიროა დიდი სიფრთხილე!" 

    XIV 

    რა დაამთავრა კარლოს მეფემ თავისი სიტყვა,

    წამსვე როლანდი, რომელიც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1