Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ნეტარი სიცოცხლისათვის
ნეტარი სიცოცხლისათვის
ნეტარი სიცოცხლისათვის
Ebook100 pages1 hour

ნეტარი სიცოცხლისათვის

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ნეტარი სიცოცხლისათვის" არის სენეკა უმცროსის ტრაქტატი, შექმნილი დაახლოებით ჩვ.წ. 58 წელს და ის მიძღვნილია მისი უფროსი ძმის, გალიონისადმი. ნაშრომში გადმოცემულია სენეკას ზნეობრივი შეხედულებები. მისი აზრით, ნეტარებისკენ სწრაფვა ნიშნავს გონივრულობისკენ სწრაფვას, სადაც გონიერება გაგებულია არა მხოლოდ როგორც ლოგიკის გამოყენება, არამედ ბუნების პროცესთა ცოდნაც.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
ნეტარი სიცოცხლისათვის

Related to ნეტარი სიცოცხლისათვის

Related ebooks

Reviews for ნეტარი სიცოცხლისათვის

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ნეტარი სიცოცხლისათვის - სენეკა

    ლუციუს ანეუს სენეკა - ნეტარი სიცოცხლისათვის

    Lucius Aneus Seneca - De Vita Beata

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    თავი I

    1. ძმაო გალიონ, ყველას სურს ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ არავისთვისაა ცნობილი ცხოვრების ბედნიერად ქცევის სანდო საშუალება. ბედნიერი ცხოვრების მოპოვება რთულია, რადგან რაც უფრო სწრაფად ცდილობს ადამიანი მის მოპოვებას, მით უფრო დაშორებული აღმოჩნდება ხოლმე მისგან, თუკი გზა აებნა; ხომ მართალია, რომ რაც უფრო სწრაფად გარბიხარ საპირისპირო მხარეს, მით უფრო შორდები მიზანს. ამგვარად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა წარმოადგენს ჩვენს სწრაფვათა საგანს; შემდეგ დავსახოთ უმოკლესი გზა მისკენ და უკვე გზადმყოფებმა, თუკი ის სწორი და მართებული აღმოჩნდება, მოვისაზროთ, რა მანძილი უნდა განვვლოთ დღეში და რა მანძილი გვაშორებს მიზანს, რომელიც თვით ბუნებამ აქცია ესოდენ სასურველად ჩვენთვის.

    2. სანამ აქეთ-იქით დავეხეტებით, სანამ არა ეტიკი, არამედ ბობოქარი ბრბოის მრავალხმიანი ხმაური მიგვითითებს მიმართულებას, ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება ცდომილებებს მოხმარდება, თუნდაც დღითა და ღამით ბეჯითად ვიშრომოთ ქველი საქმისათვის. სწორედ ამიტომაა აუცილებელი იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ საით უნდა წავიდეთ და რომელი გზით აღმოვჩნდებით იქ; გამოცდილი ეტიკის გარეშე იოლად ვერ გავალთ, ისეთისა, გასავლელი გზის ყველა სირთულეს რომ იცნობს; რადგან ეს მოგზაურობა სხვათა მსგავსი არ არის: სხვაგან, გზას რომ არ აცდე, საკმარისია ნაურმალზე გახვიდე ან ადგილობრივები გამოჰკითხო; აქ კი, რაც უფრო გაკვალული და ხალხმრავალია გზა, მით უფრო მეტად დაგვაშორებს იგი მიზანს.

    3. შესაბამისად, მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ცხვრებს არ დავემსგავსოთ, რომლებიც გამუდმებით ფარას მისდევენ, მიემართებიან რა იქით კი არა, საითაც საჭიროა, არამედ იქით, საითაც ყველა მიდის. არაფერია ამქვეყნად, იმდენივე სიავე და ბოროტება მოჰქონდეს ჩვენთვის, როგორც საზოგადოებრივი აზრისთვის ხმის შეწყობის ჩვევა, მივიჩნევთ რა საუკეთესოდ იმას, რასაც უმრავლესობა თვლის ასე და რისი მაგალითებიც მრავლად გვეძლევა; ჩვენ არა განსჯით ვხელმძღვანელობთ, არამედ მიბაძვით. აქიდანაა ეს ზედახოცვა, როცა ყველა ხელს კრავს ერთმანეთს და ავიწროებს.

    4. ისევე, როგორც ადამიანთა დიდი თავყრილობისას ხდება ხოლმე ზოგჯერ, რომ ადამიანები იხოცებიან ჭყლეტის დროს (ბრბოში ისე ვერ დაეცემი, თუ სხვა არ წაიყოლე, ასე რომ, წინმავლები წაბორძიკებისას უკანმავალთა დაღუპვის მიზეზად იქცევიან), ცხოვრებაშიც, თუ დააკვირდები, ყველა ადამიანს, რომელიც ცდება, სხვებიც შეცდომაში შეჰყავს; მართლაც რომ საზიანოა წინ მავალთა მიდევნება, მაგრამ უმრავლესობა ხომ გულს მეტად უჯერებს, ვიდრე გონებას. ამგვარად, ერთი და იგივე შეცდომები ხელიდან ხელთ გადადის, ჩვენ კი ამის გამოისობით აქეთ-იქით ვეხეთქებით. ჩვენ სხვათა მაგალითი გვღუპავს; თუკი მცირე ხნით მაინც ვახერხებთ ადამიანთა ჯგროსთვის თავის დაღწევას, გაცილებით უკეთ ვგრძნობთ თავს.

    5. ადამიანი, საღი აზრის საწინააღმდეგოდ, ყოველთვის იმას იცავს, რაც მისთვის უბედურების მომტანია. ასე ხდება სახალხო კრების არჩევნებშიც: საკმარისია პოპულარობის ტალღამ უკან დაიხიოს, და ჩვენ გაოცებას ვეძლევით, თუ როგორ იქცნენ პრეტორებად ადამიანები, რომლებსაც ჩვენ თვით მივეცით ხმა. ერთსა და იმავე მოვლენებს ჩვენ ხან ვკიცხავთ და ხან ვიწონებთ; ამაშია გარდუვალი ნაკლი გადაწყვეტილებისა, რომელსაც უმრავლესობა იღებს.

    თავი II

    1. რამდენადაც ნეტარი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1