Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ონტოლოგიის ახალი გზები
ონტოლოგიის ახალი გზები
ონტოლოგიის ახალი გზები
Ebook390 pages1 hour

ონტოლოგიის ახალი გზები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ონტოლოგიის ახალი გზების" მთავარი ამოცანა ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთკავშირების გაანალიზებაა. ჰარტმანისათვის, რომლის იდეები თანამედროვე სოციალურ მეცნიერებათა კვლევასთან გვაახლოვებს, ონტოლოგია - ნეიტრალური კატეგორიაა, რომელიც სუბიექტსა და ობიექტს მოიცავს და სცდება, როგორც ძველი რეალიზმის, ისე თანამედროვე იდეალიზმის ფარგლებს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
ონტოლოგიის ახალი გზები

Related to ონტოლოგიის ახალი გზები

Related ebooks

Reviews for ონტოლოგიის ახალი გზები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ონტოლოგიის ახალი გზები - ნიკოლაი ჰარტმანი

    ელიზე რეკლიუ - ანარქია

    Élisée Reclus - Anarchy

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის

    © გურამ თევზაძე

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    შინაარსი

    ნიკოლაი ჰარტმანის ფილოსოფია

    მითითებული ლიტერატურა

    I. ძველი ონტოლოგიის დასასრული[1]

    II. ყოფიერების კატეგორიათა წვდომა

    III. რეალობის ახალი გაგება

    IV. ახალი ონტოლოგია და ახალი ანთროპოლოგია

    V. სამყაროს საფეხურები და ფენობრივი აგებულება

    VI. ძველი შეცდომები და ახალი კრიტიკა

    VII. ფუნდამენტური კატეგორიების ცვალებადობა

    VIII. რეალური სამყაროს ფენოვანობის კანონები

    IX. დაქვემდებარება და ავტონომია ფენათა სამყაროში

    X. კონტრარგუმენტები და პერსპექტივები

    XI. ადამიანური არსების ფენოვანება

    XII. დეტერმინაცია და თავისუფლება

    XIII. შემეცნების პრობლემის ახალი გაგება

    შენიშვნები

    ნიკოლაი ჰარტმანის ფილოსოფია

    დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, ახალი ონტოლოგიის ფუძემდებელი ნიკოლაი ჰარტმანი დაიბადა 1882 წ. 20 ივნისს, ქ. რიგაში, გერმანელი ინჟინრის ოჯახში. გიმნაზია პეტერბურგში დაამთავრა. აქვე უნივერსიტეტში სწავლობდა კლასიკურ ფილოლოგიასა და ფილოსოფიას. 1901 წ. იღებს ბაკალავრის ხარისხს. 1905 წ. რევოლუციის დროს უნივერსიტეტი დაიხურა, ჰარტმანი მიდის მარბურგში, სადაც ნეოკანტიანელთა იქაური სკოლის ბელადებს დაემოწაფა. ავტორიტეტი მალე მოიპოვა. 1907 წ. დოქტორია, ხოლო 1909 წ. ფილოსოფიის კურსს კითხულობს მარბურგის უნივერსიტეტში. ამავე წელს პ. ნატორპის გამოქვეყნებულ შრომაში „ფილოსოფია და პედაგოგიკა უკვე ჩანს ჰარტმანის კვალი. თავადაც აქვეყნებს ორ ნაშრომს: „ყოფიერების პლატონისეული ლოგიკა და „მათემატიკის ფილოსოფიის პროკლე დიადოხოსისეული პრინციპები. ეს წიგნები ნეოკანტიანელთა მარბურგის სკოლის პრინციპების შესანიშნავ დასაბუთებას წარმოადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნ. ჰარტმანი ცდილობდა ფილოსოფიის მთელი ისტორია გაეაზრებია, როგორც კანტის ფილოსოფიის ჰ. კოჰენისა და პ. ნატორპისეული გაგების მომზადება. ეს მოითხოვდა შემეცნების საგნის მეცნიერული შემეცნების სფეროთი შემოფარგვლას და ამ საგნის აგებას წმინდა აზროვნების საშუალებებით როგორც ფორმის, ისე შინაარსის მხრივ. 1912 წ. გამოქვეყნებულმა ნაშრომმა „ბიოლოგიის ძირითადი ფილოსოფიური საკითხები ნ. ჰარტმანს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სფეროშიც გაუჩინა მიმდევრები.

    მისი გავლენა თანდათან იზრდებოდა, მაგრამ თავადაც მუდამ ძიებაში იყო. ე. ჰუსერლისა და მ. შელერის გავლენით ნ. ჰარტმანმა შეიმუშავა ახალი პოზიცია - ახალი ონტოლოგია, რომელმაც XX ს. ფილოსოფიურ კულტურაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

    ნ. ჰარტმანი 1920 წ. მარბურგის უნივერსიტეტის არაორდინარული პროფესორი გახდა, ხოლო 1922 წ. - ორდინარული, ე. ი. კათედრა მიიღო. შემდეგ მუშაობდა კიოლნის, ბერლინის, დაბოლოს, გიოტინგენის უნივერსიტეტებში. მიუხედავად გარემოებისა და პირადი მდგომარეობისა, განუხრელად ამუშავებდა თავის მოძღვრებას, ახალ და ახალ სფეროებში ამტკიცებდა მის სამართლიანობას. 1949 წ. ესპანეთში ფილოსოფიურ კონგრესზე წაკითხულ მოხსენებაში „ძველი და ახალი ონტოლოგია" ჰარტმანი იგონებდა საუკუნის დასაწყისის აზროვნების მდგომარეობას. მაშინ მიაჩნდათ, რომ ძირითადი ფილოსოფიური მეცნიერება შემეცნების თეორიაა, ითვლებოდა, რომ ჩვენ მეტი ვიცით შემეცნებაზე, ვიდრე მის საგანზე. ვერ ამჩნევდნენ, რომ შემეცნება თავადაა დიდი გამოცანა, რადგან მას საქმე აქვს ტრანსცენდენტურთან, ე. ი. მისთვის მიღმურთან, მისგან დამოუკიდებელთან.

    ამის წინააღმდეგ გამოვიდა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, რომელმაც მიუთითა, რომ შემეცნება მხოლოდ ერთ-ერთია ცნობიერების გარეგან სამყაროზე მიმართული უნარებიდან. ესენია: შეგრძნება, მოქმედება, სიყვარული, სიძულვილი. ისინიც ტრანსცენდენტური მიმართებებია, თანაც უფრო პირველადი, ვიდრე შემეცნება და შემეცნება მათზეა დამოკიდებული. რაკი ისინი ადამიანის (ანთროპოსის) თვისებებია, ანთროპოლოგიამ მიიღო უპირატესობა შემეცნების თეორიასთან შედარებით. მაგრამ ადამიანის შემსწავლელი არ შეიძლება იყოს პირველი მეცნიერება, თუ გავაცნობიერებთ, რომ ადამიანი ჩართულია რეალურ სამყაროში და ათასნაირად განისაზღვრება მისგან. ამიტომ ხელახლა წამოიწია ერთ დროს შემეცნების თეორიის მიერ უარყოფილმა ონტოლოგიის პრობლემამ.

    როგორც მოწაფეები გადმოგვცემენ, ნ. ჰარტმანი არ იყო „თანამედროვე ადამიანი, არ უყვარდა ტექნიკური მიღწევებით გატაცებული შფოთიანი დრო. არასდროს ჰყოლია ავტომანქანა და არც ტელეფონი დაუდგამს, არც საბეჭდ მანქანას იყენებდა. ადვილი წარმოსადგენია, რა ხდებოდა ბერლინში, როცა იგი საბჭოთა ჯარმა დაიპყრო. ჰარტმანს ბინაში ჯარისკაცები ჩაუსახლეს. ვერც ამ მდგომარეობამ, ვერც შიმშილობამ ვერ მოსწყვიტა იგი სამუშაოს. ამ დროს, 1945 წ. 9 მარტიდან 11 სექტემბრამდე, დაწერა მან უკანასკნელი ფუნდამენტური ნაშრომის „ესთეტიკის პირველი ვარიანტი [21,161].

    ნ. ჰარტმანი ერთადერთი როდი იყო ნეოკანტიანელობაში, რომელმაც შემეცნებისაგან დამოუკიდებელი რეალობის შემსწავლელი ფილოსოფიური დისციპლინის აუცილებლობა დაინახა. ჰ. რიკერტის მოწაფე ემილ ლასკი (1875-1915 წწ.) გერმანიაში შეიძლება წინამორბედად ჩავთვალოთ იმ ფართო ონტოლოგიური მიმართულებისა, რომელმაც გამოხატულება ჰპოვა ჰ. ჰაიმზოეთის, მ. ვუნდტის, ნ. ჰარტმანის, მ. ჰაიდეგერის და სხვათა შრომებში.

    ნეოკანტიანელები ამტკიცებდნენ, რომ მეცნიერული შემეცნება ვერ შეიმეცნებს მისგან დამოუკიდებელ რეალობას და ეს არც უნდა იყოს მისი მიზანი. შემეცნების თეორიაც ამას ასაბუთებს. ჰარტმანი კი უჩვენებს, რომ შემეცნების შინაარსის ანალიზი უდავოდ მიუთითებს მეტაფიზიკურ საფუძველზე და თუ შემეცნების თეორია საკუთარ პრობლემებს სწორად გაიგებს, მაშინ იგი აღიარებს მეტაფიზიკურის, ონტოლოგიურის შემეცნების აუცილებლობას. მაგრამ იმასაც მიხვდება, რომ ეს უკვე მისი საქმე კი არაა, არამედ მეორე ფილოსოფიური დისციპლინის - ონტოლოგიის საქმეა. 1921 წ. გამოცემული ნ. ჰარტმანის წიგნი „შემეცნების მეტაფიზიკის ძირითადი ნიშნები" შემეცნების თეორიისა და მეტაფიზიკის აუცილებელ კავშირს ადგენს.

    მეტაფიზიკურის ქვეშ თუ მხოლოდ ღმერთის, სამყაროს არსების და სულის უკვდავების პრობლემებს გავიგებთ, როგორც ამას ქრ. ვოლფი ფიქრობდა და რაც კანტმა გააკრიტიკა, მაშინ კრიტიციზმს და ნეოკანტიანელობასაც ვერაფერს ვუსაყვედურებთ, - წერს ჰარტმანი, „სხვა საქმეა, თუ შემეცნების პრობლემა უკვე თავადაა მეტაფიზიკური პრობლემა" [2.3].

    შემეცნების გამოსავალი როგორც ნეოკანტიანელების და ფენომენოლოგიური მეთოდის მომხრეთათვის, ისე ჰარტმანისთვისაც არის ჩვენი ცნობიერების შინაარსი. იგი ჩვენთვის პირველი მოცემულობაა. მარბურგელები ამ შინაარსიდან მეცნიერების მიერ მოცემულ მასალას ანიჭებენ უპირატესობას, ფენომენოლოგიური მეთოდის მიმდევრები კი ცდილობენ უფრო ფართოდ მოიცვან ცნობიერების შინაარსი და გულუბრყვილო ცნობიერების ფაქტებს ანიჭებენ ძირითად მნიშვნელობას. მათი აზრით, მეცნიერება განსჯის საქმეა, რაც ცნობიერების პირველად ფაქტებს თუ არ აყალბებს, ცვლის მაინც. ჰარტმანის აზრით, მათ დაივიწყეს, რომ მეცნიერებაც შემეცნების ფენომენს მიეკუთვნება. ამდენად, მას აღწერის, ე. ი. გამოსავლად ყოფნის ისეთივე უფლება აქვს, როგორც ნაივური ცნობიერების შინაარსს. ნათელია, რომ ორივე მიმართულება ჩვენი ცნობიერების შინაარსისაგან, როგორც შესასწავლი ფენომენიდან, რაღაც მხარეს წინ წამოსწევს და რაღაცას ჩქმალავს კვლევამდე არჩეული თვალსაზრისის საფუძველზე, ე. ი. ისინი ამახინჯებენ ფენომენს [3.590].

    უშუალოდ ჩვენ მხოლოდ საკუთარი ცნობიერება მოგვეცემა, - წერს ჰარტმანი. უშუალოდ მე მხოლოდ მისი აღწერა შემიძლია. სხვისი ცნობიერების თაობაზე მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რამდენადაც ჩემს ცნობიერებასთან მის მსგავსებას ვუშვებ. ამიტომ ეს იქნება არა აღწერა, არამედ ჩემი შემოქმედება, რომლის სისწორის შემოწმების საშუალება მე არასდროს არ მექნება. სხვისი მოქმედებიდან მის ფსიქიკაზე დასკვნა ხომ არასდროს შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვანი? ჰარტმანი იმაზე მიუთითებს, რომ თანამედროვე ადამიანისათვის ნაივური ცნობიერებაც სხვისი ცნობიერებაა. მისი, როგორც პირველადი ცნობიერების რეკონსტრუქციის ცდა კიდევ უფრო საეჭვოა, ვიდრე ჩემ მიერ ჩემი თანამედროვეების ცნობიერების აღწერა. ყველაზე სანდოდ ჰარტმანს მიაჩნია ჩვენივე საკუთარი ცნობიერების აღწერა იმ წუთიდან, როცა რეფლექსიას ვიწყებთ. აღვწეროთ ის, რასაც დავინახავთ და შემდეგ გავარჩიოთ, რა პრობლემებიც აქედან წარმოიშობა. თუ ეს შინაარსი თავის გასაგებად მოგვთხოვს ცნობიერების გარეთ გასვლას, უნდა დავემორჩილოთ და ამ გარეთას კვლევა დავიწყოთ. ჰარტმანი დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ ასე იქნება.

    შემეცნებაში ცნობიერებისათვის ტრანსცენდენტურის აუცილებლობაზე ნეოკანტიანელებიც ლაპარაკობდნენ, კერძოდ - ფრაიბურგელები. მაგრამ ისინი უშვებდნენ ტრანსცენდენტურ ღირებულებას, რომელიც არ არსებობს და ისეა მნიშვნელობის მქონე. ყოველი ყოფიერება, არსებობა მათთვის, მაგ., ჰ. რიკერტისათვის, შემეცნებისავე შედეგია, შემეცნების პროცესში აიგება. ჰარტმანი კი სწორედ ტრანსცენდენტური ყოფიერების აუცილებლობას ამტკიცებს. ინდივიდუალური ცნობიერების ანალიზისას წამოჭრილი პრობლემები აუცილებლად მიგვიყვანს აქამდე. თუ რაა ეს ტრანსცენდენტური, ამის ახსნა ონტოლოგიის საქმეა. თუ რა დაგვხვდება ცნობიერების გარეთ, ე. ი. იქნება ეს ყოფიერება რაციონალური, ირაციონალური თუ ორივე ერთად, ამის წინასწარ გადაწყვეტა შეუძლებელია, მაგრამ ამგვარი ახალი ონტოლოგიის აგება აუცილებლია.

    ჰარტმანი არ ცდილობს ონტოლოგია ააგოს, როგორც სისტემა. სისტემებმა, მისი აზრით, დრო მოჭამეს. მისთვის ფაქტია ისიც, რომ სისტემებში სწორედ ის იყო ღირებული და გარდუვალი მნიშვნელობის, რაც სისტემაში ვერ ეტეოდა. ონტოლოგია ისეთ სახეს მიიღებს, როგორთანაც თავად კვლევა მიგვიყვანს.

    მარბურგის სკოლის წამყვანი მოაზროვნეები, რომლებიც ხედავდნენ ცნობიერების სფეროს გარეთ გასვლის აუცილებლობას, მიიჩნევდნენ, რომ ამ მიღმურზე ჩვენ არაფრის შემეცნება არ შეგვიძლია, შესაძლებელია მხოლოდ მითოსური და სიმბოლური გაგება. ისინი მეცნიერულ შემეცნებასაც სიმბოლურ მნიშვნელობას უტოვებდნენ. 1927 წ. გამოცემულ ნაშრომში „შემეცნების მეტაფიზიკა", ე. კასირერი ჰარტმანის ცდას ჩაესახა თავისთავადი ყოფიერება, ადარებდა სარკეში ჩახედვით სარკის უკან არსებულის დანახვის სურვილს [4. 161].

    ჰარტმანი, მართალია, გადაჭრით უარყოფს სისტემის მიზანშეწონილობას, მაგრამ მუდამ მოითხოვს სისტემურობას კვლევაში. ამგვარი კვლევის დროსაც არ უნდა დავკარგოთ ე. წ. კრიტიკული ჰიპოთეზურობა, ე. ი. თავისთავადი ყოფიერების თაობაზე ჩვენი დასკვნები მხოლოდ ჰიპოთეზებად უნდა ჩავთვალოთ. ამგვარი დასკვნა მუდამ რისკია, ნახტომია შეუცნობელ და ხშირად შეუცნობად სამყაროში.

    მიუხედავად საფრთხის გაცნობიერებისა, ჰარტმანი ცდილობს შემეცნების თეორიისათვის მეტაფიზიკურის არსებობის უდავობის დასაბუთებას. ამისათვის იგი ქმნის სამ დისციპლინას: შემეცნების ფენომენოლოგიას, აპორეტიკულ კვლევას და თეორიულ ანალიზს. ეს მეთოდები თანდათან აღრმავებენ მოცემულობის (ე. ი. ჩვენი ცნობიერების შინაარსის) ანალიზს და კრიტიკული მეტაფიზიკის პირველი დისციპლინის - კრიტიკული ონტოლოგიის - შესავალს ქმნიან.

    შემეცნების ფენომენოლოგია შემეცნების ფენომენის ანალიზია. ფენომენი კი ისაა, რაც თავის თავს გვიჩვენებს რაღაცნაირად. ეს ანალიზი თვალსაზრისამდელია. იგი არ ისახავს მიზნად არავითარი „იზმის" დასაბუთებას. აქ ჰუსერლის ფენომენოლოგიური მეთოდი გამოიყენება შემეცნების ფენომენის სრული ობიექტურობით წასაკითხად. მიზანი პრობლემათა ამოკითხვაა საძიებელ შინაარსში. თავად პრობლემათა შინაარსის წმინდა სახით ალაპარაკება, გადაჭრის შესაძლებლობები აქ არ გვაინტერესებს; მთავარია პრობლემა ნამდვილი იყოს. მაგ., ამ დროს ლოგიკურის სფერო გამოეყოფა ფსიქიკურსაც, რეალურსაც და იდეალურსაც, რადგან ლოგიკურის სფეროს მიეკუთვნება არაჭეშმარიტი მსჯელობებიც, რომლებიც არავითარ არსს არ ასახავს [6.13].

    თუ დეკარტი, ფიხტე და ჰეგელი მოცემულში უეჭველს ეძებდნენ გამოსავლად და, ასე ვთქვათ, მოცემულობის მინიმუმიდან გამოდიოდნენ, ჰარტმანი მოცემულობის მაქსიმუმიდან გამოსვლას მოითხოვს. ამის გარანტიას იძლევა ფენომენოლოგიური მეთოდი. რაც უფრო მეტ ნიუანსს გამოარჩევს ფენომენოლოგია მოცემულობაში, მით უფრო ფასეული იქნება მისი შედეგი. მან ისიც უნდა აღწეროს, რაც წინააღმდეგობრივია, მაგრამ ცნობიერების შინაარსში აშკარადაა მოცემული. მაგ., რაიმეს გაგებისას ჭეშმარიტებაზე პრეტენზია ფენომენია, მაგრამ მასში შეეჭვებაც ფენომენია.

    მასალის ამ მიუკერძოებელ აღწერას მისი ასეთივე მიუკერძოებელი დამუშავება მოსდევს. აქ ხდება მასში პრობლემების ამოკითხვა. მიუკერძოებლობა გარანტირებულია იმით, რომ აპორეტიკული კვლევაც თვალსაზრისამდელია, ანდა, როგორც ჰარტმანი იტყოდა, „იდეალიზმსა და მატერიალიზმის აქეთა მხარეს დგას". ამგვარ აპორეტიკულ მეთოდს, ჰარტმანის აზრით, არისტოტელე იყენებდა. იგი წინასწარ ნათელყოფდა საძიებელ საგანთან დაკავშირებულ სიძნელეებს. თუ არ ვიცით რა სიძნელეების წინაშე ვდგავართ, გვასწავლიდა არისტოტელე, კვლევა უმისამართო ხეტიალს დაემსგავსება.

    ჰარტმანი არა მარტო ააღორძინებს ამ მეთოდს, არამედ თვლის, რომ აუმჯობესებს კიდეც მას. ასეა, რადგან არისტოტელეს არ ჰქონდა ფენომენოლოგიური მეთოდით აღწერილი მოცემულობა, როგორც აპორეტიკის საფუძველი.

    აპორეტიკის მიერ ამოკითხული პრობლემების გადაჭრა ახალი მეთოდის საქმეა, რომელსაც ჰარტმანი თეორიას უწოდებს. მაგრამ პრობლემის გადაჭრა არ ნიშნავს ანტინომიურობის მოგვარებას, ე. ი. მის მოხსნას. ეს კვლევამ უნდა გვაჩვენოს. არაა გამორიცხული, რომ თავად საგნის ბუნება იყოს ანტინომიური. ანტინომიის ახსნა იქნებოდა მისი საპირისპირო მხარეების თანაარსებობის შესაძლებლობის ჩვენება, ანდა, თუნდაც, მისი გადაჭრის შეუძლებლობის დასაბუთება. თეორიის მიერ გაანალიზებული პრობლემები ერთმნიშვნელოვნად მიდის იქამდე, რომ ტრანსცენდენტურის რაიმენაირი გაგების გარეშე შემეცნების პრობლემები ვერ გადაწყდება. ეს ახალი კრიტიკული ონტოლოგიის საქმეა, რომელიც, ძველისაგან განსხვავებით, არ უნდა მოწყდეს კონკრეტული შემეცნების შინაარსს. ამ პრობლემას ნ. ჰარტმანი უძღვნის ნაშრომს - „ონტოლოგიის დაფუძნებისათვის". აქ ნაცადია მოცემულობის მაქსიმუმიდან მეტაფიზიკურის მინიმუმზე დასკვნა, ე. ი. იმ მინიმუმზე, რომელიც აუცილებელია შემეცნების ასახსნელად. ჰარტმანი აქაც არისტოტელეს პრინციპით ხელმძღვანელობს და უკავშირებს მას კანტის კრიტიციზმს, ფიქრობს, რომ სწორედ კანტის შემეცნების თეორია მოითხოვს ამ ახალ ონტოლოგიას.

    მეტაფიზიკის აღორძინებას ნ. ჰარტმანი სამართლიანად მიიჩნევს საუკუნის დასაწყისში გავრცელებულ რეაქციად ნეოკანტიანელობაზე, პოზიტივიზმსა და ფსიქოლოგიზმზე. იგი მიუთითებს ამ მიმართულებით კ. მარტიუსის, გ. იაკობის, კ. მაინონგის, მ. შელერის და მ. ჰაიდეგერის მცდელობებზე, მაგრამ თვლის, რომ მათ მიერ არჩეული გზით მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ნ. ჰარტმანმა და მ. ჰაიდეგერმა თითქოს კრიზისიდან გამოსავლად ერთნაირი გზა აირჩიეს, როცა აიტაცეს ე. ჰუსერლის მოწოდება - „თავად საგნებისაკენ!" ორივენი ყოფიერების პრობლემის დავიწყებას აბრალებდნენ თანამედროვეებს. განსხვავება ის იყო, რომ ჰარტმანი თავად შემეცნების

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1