Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

შემეცნების ფილოსოფია და თეორია
შემეცნების ფილოსოფია და თეორია
შემეცნების ფილოსოფია და თეორია
Ebook116 pages37 minutes

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateOct 20, 2016
შემეცნების ფილოსოფია და თეორია

Related to შემეცნების ფილოსოფია და თეორია

Related ebooks

Reviews for შემეცნების ფილოსოფია და თეორია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    შემეცნების ფილოსოფია და თეორია - ლევშესტოვი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    შემეცნების ფილოსოფია და თეორია

    საავტორო უფლება

    iBooks© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ლევ შესტოვი - შემეცნების ფილოსოფია და თეორია.

    შემეცნების ფილოსოფია და თეორია

    შემეცნების თეორია, როგორც აპოლოგეტიკა

    თუმცა შემეცნების თანამედროვე თეორია შეგნებულად იღებს დასაბამს კანტიდან, მან მრავალ რამეში გადაუხვია მოძღვრის მცნებებს. უცნაურია: გნოსეოლოგებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ყველაფერზე უჭირთ ერთმანეთთან შეთანხმება, თითქოს პირი შეუკრავთ და შემეცნების თეორიის ამოცანა კანტისგან განსხვავებულად არ ესმით. კანტმა ჩვენი შემეცნებითი უნარის გადასინჯვა მოახდინა შემეცნების ახსნის მიზნით. ეს უკანასკნელი კი მას იმისთვის დასჭირდა, რომ ის საფუძვლები ჩამოეყალიბებინა, რომელთა გამოისობით არსებულთაგან ზოგი მეცნიერების აღიარებაა შესაძლებელი, სხვები კი უარყოფილ უნდა იქნან. არსებითად, თუ ასე გნებავთ, უპირატესად მეორე მიზნისათვის. იუმის სკეპტიციზმი მას მხოლოდ თეორიულად აწუხებდა. მან წინდაწინ იცოდა: როგორი თეორიაც არ უნდა მოეფიქრებინა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მეცნიერებებად დარჩებოდნენ, მეტაფიზიკა კი უარყოფილი იქნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის მიზანს არა მეცნიერების გამართლება წარმოადგენდა, არამედ მისი არსებობის შესაძლებლობის განმარტება, - ის სწორედ იქედან გამოდიოდა, რომ მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ეჭვს სერიოზულად ვერავინ შეიტანდა. ახლა საკითხი სხვაგვარად დგას. გნოსეოლოგია მთელ ძალისხმევას იქეთ მიმართავს, რომ მეცნიერული ცოდნა გაამართლოს. რისთვის? ნუთუ მეცნიერულ ცოდნას გამართლება სჭირდება? მართალია, არსებობენ ახირებული ადამიანები, ზოგჯერ გენიალურებიც კი, მსგავსნი ჩვენი ლევ ტოლსტოისა, რომლებიც თავს ესხმიან მეცნიერებას, მაგრამ მათი ეს თავდასხმები არავის აშფოთებს.

    მეცნიერები უწინდებურად განაგრძობენ კვლევებს, უნივერსიტეტები ფუნქციონირებს, აღმოჩენები აღმოჩენებს მოსდევს. გნოსეოლოგები კი ღამეებს ათევენ და ისევ ახალ გამართლებას ეძებენ მეცნიერებისთვის. გავიმეორებ, იმ დროს, როდესაც თითქმის არც ერთ საკითხთან მიმართებით არ შეუძლიათ შეთანხმება, ამ საკითხში ერთსულოვნებით გვაოცებენ: ყოველი მათგანი დარწმუნებულია, რომ მეცნიერების გამართლება და განდიდება აუცილებელია. ასე რომ, შემეცნების თანამედროვე თეორია მეცნიერებიდან აპოლოგეტიკად იქცა. ამიტომაცაა მტკიცების მეთოდები გნოსეოლოგებთან მსგავსი. რადგან მეცნიერების დაცვა აუცილებელია, გამოდის, რომ ის ჯერ უნდა შევაქოთ ანუ ის შეხედულებები და მონაცემები მოვიძიოთ, რომლებიც მიანიშნებენ, რომ მეცნიერება ამა თუ იმ, მაგრამ გარდუვალად ძალიან მაღალ და მნიშვნელოვან მისიას ასრულებს. ან პირიქით, წარმოდგენილ უნდა იქნას სურათი, თუ რა ბედი ეწეოდა კაცობრიობას, მისთვის ცოდნა რომ წაერთმიათ. აღნიშნულის გამოისობით აპოლოგეტური ელემენტი შემეცნების თეორიაში იმავე როლის შესრულებას შეუდგა, რაც ამ დრომდე მას თეოლოგიაში მიეკუთვნებოდა. როგორც ჩანს, ახლოა დრო, როდესაც სამეცნიერო აპოლოგეტიკა ოფიციალურად აღიარებულ ფილოსოფიურ დისციპლინად იქცევა.

    მაგრამ qui s'excuse - s'accuse[1]. ცხადია, რომ მეცნიერებაში ყველაფერი საკეთილდღეოდ არ არის, რადგან იგი თავის მართლებას შეუდგა. ამიტომაც, აპოლოგეტიკა - აპოლოგეტიკად, მაგრამ ადრე თუ გვიან შემეცნების თეორიას მობეზრდება მხოლოდ ქება-დიდების მიღება საკვებად და იგი უფრო რთულ და მნიშვნელოვან ამოცანას, ნამდვილ საქმეს მოითხოვს საკუთარი თავისთვის. ამჟამად გნოსეოლოგები გამოდიან ვარაუდიდან, რომ მეცნიერული ცოდნა სრულყოფილს წარმოადგენს და, ამდენად, წინაპირობები, რომლებზეც იგი დგას, კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს. მიზეზობრიობის კანონი თავის გამართლებას იმაში კი არ პოულობს, რომ იგი საგანთა ნამდვილ დამოკიდებულებას ასახავს, და არც იმაში, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს მონაცემები, რომლებიც დაგვარწმუნებდნენ, რომ იგი არ უშვებს და არასოდეს დაუშვებს გამონაკლისებს ანუ რომ უმიზეზო ქმედებები შეუძლებელია. ეს ყველაფერი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არც არის საჭირო.

    მთავარია, რომ მიზეზობრიობის კანონი შესაძლებელს ხდის მეცნიერებას და, პირიქით, მიზეზობრიობის კანონზე უარის თქმა ნიშნავს მეცნიერების უარყოფას, უარყოფას ყველანაირი ცოდნის, ჭვრეტისა და, ზოგის აზრით, გონებისაც კი. ცხადია, რომ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1