Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

კირკეგორი და დოსტოევსკი
კირკეგორი და დოსტოევსკი
კირკეგორი და დოსტოევსკი
Ebook63 pages20 minutes

კირკეგორი და დოსტოევსკი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

ცოდვით დაცემის პრობლემის ახსნა ერთის მხრივ, ჰეგელის "სულის ფილოსოფიისა" და, მეორეს მხრივ, კირკეგორისა და დოსტოევსკის რელიგიური ეგზისტენციალიზმის, ცოდნისა და გაცხადების შედარებით ბრწყინვალე ესსეიში, რომელიც ავტორის მიერ ლექციის სახით იქნა წაკითხული 1935 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateSep 14, 2016
კირკეგორი და დოსტოევსკი

Read more from ლევ შესტოვი

Related to კირკეგორი და დოსტოევსკი

Related ebooks

Reviews for კირკეგორი და დოსტოევსკი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    კირკეგორი და დოსტოევსკი - ლევ შესტოვი

    საავტორო უფლება

    კირკეგორი და დოსტოევსკი

    შენიშვნები

    საავტორო უფლება

    iBooks© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@philos.ge

    ლევ შესტოვი - კირკეგორი და დოსტოევსკი.

    კირკეგორი და დოსტოევსკი

    I[1]

    იმედია იმას არ ელით ჩემგან, რომ იმ ერთი საათის განმავლობაში, რომელიც ჩემს განკაგრულებაშია, ოდნავ მაინც სრულად შევძლებ რთული თემის ამოწურვას კირკეგორისა და დოსტოევსკის შემოქმედების შესახებ. ამიტომ ამოცანას შემოვფარგლავ: მხოლოდ იმის შესახებ ვისაუბრებ, თუ როგორ ესმოდათ კირკეგორსა და დოსტოევსკის პირველყოფილი ცოდვა ან, რაც იგივეა - ვისაუბრებ გონებაჭვრეტითი და გაცხადებული ჭეშმარიტების შესახებ. წინასწარ უნდა ითქვას, რომ ასეთ მოკლე დროში რთულად თუ მოხერხდება სასურველი სისრულით გამორკვევა იმისა, თუ რას ფიქრობდნენ და მოგვითხრობდნენ ეს ავტორები ადამიანის ცოდვით დაცემის შესახებ. უკეთეს შემთხვევაში შევძლებთ მხოლოდ თემატურად დავსახოთ ის, თუ რატომ მიიპყრო პირველყოფილმა ცოდვამ XIX საუკუნის ორი გამორჩეული მოაზროვნის ყურადღება. აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ნიცშესთვისაც, ვინც, არსებული წარმოდგენის თანახმად, შორს არის ბიბლიური თემებისგან, ცოდვით დაცემის პრობლემა მისი ფილოსოფიური პრობლემატიკის მთავარ ღერძს წარმოადგენს. მისი მთავარი, ძირითადი თემაა სოკრატე, რომელშიც იგი დეკადენტს ანუ უპირატესად დაცემულ ადამიანს ხედავს. ამასთან, სოკრატეს დაცემას იგი ხედავს იქ, სადაც ისტორია, განსაკუთრებით კი ფილოსოფიის ისტორია, ყოველთვის პოულობდა და ჩვენც გვასწავლიდნენ გვეპოვნა მისი უდიდესი დამსახურება: მის უსაზღვრო ნდობაში გონებისა და გონების მიერ მოპოვებული ცოდნისადმი. როდესაც ნიცშეს ნააზრევს კითხულობთ სოკრატეს შესახებ, უნებურად აკრძალული ხის ბიბლიური ლეგენდა გაგონდებათ, და კიდევ ცბიერის მაცდუნებელი სიტყვები: თვალები აგეხილებათ. ნიცშეზე მეტსა და უფრო დაჟინებით მოგვითხრობს სოკრატეს შესახებ კირკეგორი. ეს მეტად განსაცვიფრებელია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კირკეგორისთვის სოკრატე კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შესანიშნავი მოვლენაა ევროპის ჰორიზონტზე იმ იდუმალი წიგნის გამოჩენამდე,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1