Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

შემეცნების ფილოსოფია და თეორია
შემეცნების ფილოსოფია და თეორია
შემეცნების ფილოსოფია და თეორია
Ebook449 pages4 hours

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateOct 20, 2016
ISBN9789941819339
შემეცნების ფილოსოფია და თეორია

Related to შემეცნების ფილოსოფია და თეორია

Related ebooks

Reviews for შემეცნების ფილოსოფია და თეორია

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    შემეცნების ფილოსოფია და თეორია - ლევშესტოვი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    წინასიტყვაობა

    ნაწილი პირველი

    ნაწილი მეორე

    განმარტებები

    საავტორო უფლება

    iBooks © 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ლევ შესტოვი - უსაფუძვლობის აპოთეოზი.

    (ადოგმატური აზროვნების მცდელობა)

    წინასიტყვაობა

    I

    ეჭვი არ არის, თავი უნდა ვიმართლო, მაგრამ საკითხავია, საიდან დავიწყო: წინამდებარე ნაშრომის ფორმის თუ შინაარსის გამართლებიდან. გადმოცემის აფორიზმული ფორმა დასავლეთში ფრიად გავრცელებული მოვლენაა. ჩვენთან საკითხი სხვაგვარად დგას. ჩვენთან მიიჩნევენ, რომ წიგნი უნდა წარმოადგენდეს აზრთა თანმიმდევრულად განვითარებულ სისტემას, რომელსაც საერთო იდეა აერთიანებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ ამართლებს საკუთარ დანიშნულებას... სწორედაც, წიგნს რომ სხვა დანიშნულება არ ჰქონდეს, აფორიზმი ამით სამუდამოდ გამტყუნდებოდა. დაცალკევებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრები საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა განხილული ყოფილიყო, როგორც ნედლი მასალა, რომელიც გარკვეულ ღირებულებას შესაბამისი დამუშავების შემდეგ შეიძენს. მაგრამ თანმიმდევრულობისადმი უნდობლობისა და ყველა სახის ზოგადი იდეების ვარგისიანობისადმი ეჭვის ზრდასთან ერთად ხომ არ უნდა ეწვიოს ადამიანს ზიზღი გადმოცემის იმ ფორმის მიმართ, რომელიც ყველაზე მეტად არის მორგებული არსებულ ცრურწმენებს? ამას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. წინამდებარე ნაშრომისთვის ყველაზე ნაკლებად იმ ფორმის მინიჭებას ვაპირებდი, რომელიც მას ახლა აქვს მიღებული. ჩემში უკვე გარკვეულწილად ფეხი მოიკიდა თანმიმდევრული და სისტემატური თხრობის ჩვევამ და მე წერას შევუდექი, შუამდეც კი მივედი დაახლოებით იმავე გეგმის მიხედვით, რომლითაც სხვა თხზულებებს ვქმნიდი. მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა საქმე, მით უფრო აუტანელი ხდებოდა ჩემთვის მუშაობის გაგრძელება. ერთხანს თავადაც ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. მასალა კარგა ხნის წინ იყო მზად, შესაძლოა რჩებოდა მხოლოდ გარეგნულად წესრიგში მოყვანა, მაგრამ ის, რაც მე გარეგან სამუშაოდ მიმაჩნდა, გაცილებით უფრო ღრმა და სერიოზული საქმე ყოფილა. გაოცებულმა შევნიშნე, რომ საბოლოოდ „იდეასა და „თანმიმდევრულობას მსხვერპლად ეწირებოდა ის, რაც ყველაზე მეტად არის გასაფრთხილებელი ლიტერატურულ შემოქმედებაში - თავისუფალი აზრი. ზოგჯერ შეუმჩნეველი, უმნიშვნელო გარემოება, მაგალითად, ამა თუ იმ იდეისთვის განკუთვნილი ადგილი ან შემთხვევითი მეზობლობა მას გარკვეულობისა და განსაზღვრულობის არასასურველ ელფერს ანიჭებდა, რისი უფლება არ მქონდა და რაც ყველაზე ნაკლებად მსურდა. ხოლო ყველა „იმიტომ რომ, დასკვნითი „მაშასადამე და უბრალო „და და სხვა უწყინარი კავშირები, რომელთა მეშვეობით დამოუკიდებლად გენერირებული ფიქრები ნააზრევის „მწყობრ ჯაჭვად იკვრება, - ღმერთო, რა ულმობელი ტირანები ყოფილან?! მე მივხვდი, რომ ასე წერა - ჩემთვის მაინც - შეუძლებელია. ჩემი, როგორც მკითხველის ყველა მოგონება მკარნახობდა, რომ ყველაზე მძიმე და რთული საქმე წიგნში იყო საერთო იდეა. იგი ყველა გზით უნდა განდევნო, თუ არ გსურს, რომ მის მოხარკედ და უტყვ მონად იქცე. მანამ კი, სანამ დაცულია თხრობის მიღებული ფორმა, იდეა არა მარტო იბატონებს, არამედ წიგნის მთელ შინაარსს დათრგუნავს. სხვა რა გზით არის შესაძლებელი ნაწარმოებში მთლიანობის მიღწევა? მე დავრწმუნდი, რომ სხვა გზა არ იყო, რომ აგურ-აგურ უნდა დამეშალა სანახევროდ აგებული შენობა და მკითხველთა, განსაკუთრებით კი კრიტიკოსთა უკმაყოფილების გამოწვევის რისკის ფასად, რომლებიც, რასაკვირველია, ტრადიციული ფორმის დარღვევაში სხვას ვერაფერს დაინახავდნენ, გარდა უცნაური ახირებისა, ნაშრომი წარმომედგინა გარეგნულად ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრების სახით... არ არის იდეა, არ არის თანმიმდევრულობა, არის წინააღმდეგობები, მაგრამ მე ხომ სწორედ ამისკენ მივისწრაფოდი, როგორც შესაძლოა მკითხველი უკვე მიხვდა სათაურიდან?! უსაფუძვლობა, მეტიც, უსაფუძვლობის აპოთეოზი - შესაძლოა აქ საუბარი იყოს გარეგნულ სისრულეზე, როდესაც ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავი ყველა სახის დასაწყისისა და დასასრულისგან, რომელსაც აუხსნელი სიჯიუტით გვახვევენ თავს დიდ თუ ნაკლებად დიდ ფილოსოფიურ სისტემათა შემქმნელები? აზრის თანამედროვე კანონმდებელი აყალიბებს ურყევ პრინციპს: შეძელი დასრულება. ჩაეკითხეთ მას, რა აძლევს საფუძველს ასეთი სიმტკიცით გამოაცხადოს საკუთარი კანონი და იხილავთ, რომ არსებითად მას არაფერი გააჩნია გარდა „საბუთებისა ანალოგიის მიხედვით. უსახურავო სახლი უვარგისია. ergo აზროვნების დასაწყისის და დასასრულის გარეშე უარყოფილ უნდა იქნას. მაგრამ არც ის სახლი შეესაბამება საკუთარ დანიშნულებას, რომელსაც ფეჩი არ აქვს. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა საკვამურები და საკვამლე საფარები უნდა მოიმარაგონ? საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ მტკიცებები ანალოგიის მიხედვით ყველაზე სუსტი და არადამაჯერებელია და, კაცმა რომ თქვას, სულაც არ წარმოადგენენ ასეთებს. მეორეს მხრივ, რამდენიც არ დავძაბე გონება, სასრულობის სასრგებლოდ მეტყველი სხვა სერიოზული საბუთი ვერ გავიხსენე. სახურავიანი სახლით ყველაფერი აღმოფხვრილია. ხომ შეუძლებელია აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენი გონების სწრაფვის დამოწმება?! საით აღარ ისწრაფოდა ჩვენი საბრალო გონება და რას აღარ ამართლებდნენ მისი სწრაფვით! ოდესღაც მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ და იმ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო აყოლა მის მოთხოვნებს, გემოვნებას, კაპრიზებსა და უწესობასაც კი. მაგრამ დღეს, როდესაც ყველამ მკაფიოდ გააცნობიერა მისი უძლურება, როდესაც მეტაფიზიკოსებიც კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისკენ გადაიხარნენ და წამითაც არ აშორებენ თვალს შემეცნების თეორიას - ნუთუ დღესაც უნდა გავითვალისწინოთ გონების მოთხოვნები?! პირიქით ხომ არ უნდა მოვიქცეთ?! ხომ არ წარმოადგენს ჩვენი დროის მთავარ ამოცანას გაწაფვა იმ მრავალრიცხოვან საგუშაგოთა გვერდის ავლაში (დროდადრო განადგურებაში), რომლებიც სხვადასხვა საბაბით არის აშენებული ძველი დროის სულის ძლევამოსილი ფეოდალების მიერ და მხოლოდ ადამიანის მხდალი და ახლომხედველი ბუნების მარადი კონსერვატიზმის გამოისობით ითვლებიან ჯერ კიდევ გადაულახავ და, მეტიც, „ბუნებრივ დაბრკოლებებად ჩვენი აზრის წინსვლის გზაზე!? რად დასრულდეს? რა საჭიროა უკანასკნელი სიტყვა? რა საჭიროა მსოფლმხედველობა?.. რაღა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების, ადამიანთა შესახებ, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დაინახონ, გაიგონ და გამოცადონ ცხოვრებაში. ჩვეულებრივი ცხოვრებისეული პრაქტიკისთვის სასრულობა კვლავაც დარჩება უცვლელ დოგმად. უსახურავო სახლი მართლაც არაფრად ვარგა... მაგრამ დაუსრულებელი, უწესრიგო, გონების მიერ წინასწარ განსაზღვრული მიზნისკენ არმიმავალი, ცხოვრების მსგავსი წინააღმდეგობრივი განსჯა - ნუთუ ეს უფრო ახლოს არ არის ჩვენს სულთან, ვიდრე სისტემები, თუნდაც დიადი სისტემები, რომელთა შემქმნელები იმდენად სინამდვილის შეცნობაზე არ ზრუნავდნენ, რამდენადაც „მის გაგებაზე? „თუ ჩემი თეორია შეუსაბამობაშია ფაქტებთან, მით უარესია ფაქტებისთვის, - თქვა ჰეგელმა. ჩემი აზრით, მის კვალდაკვალ სხვებსაც შეეძლოთ ამ „ამაყი სიტყვების გამეორება, მაგრამ ყველა ვერ ასწრებს სიცოცხლეში მიაღწიოს ჰეგელის მსგავს დიდებას, რომლის დროს ამგვარი თავდაჯერებული გულახდილობის სიდიადის განადგურება ხდება. ბუნებრივია, რომ ფილოსოფოსები საკუთარ სისტემებს დიდად აფასებენ: მათი შექმნა არცთუ იოლია, ამაზე მთელი ცხოვრება იხარჯება. ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლმხედველობაზე მოთხოვნა მცირეა. სინამდვილეში ადამიანს სურს სამყაროს „გაგება და ხანდახან იმდენად ძლიერად სურს, რომ ეს სურვილი მასში წარმოდგენილი საბუთებისადმი კრიტიკული მიდგომის უნარს სპობს და იგი აღფრთოვანებით ესალმება თვით ყველაზე სუსტ არგუმენტაციას. ახლა აღარავინ ამბობს: credo, quia absurdum[1], თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ სრულად განვიცადეთ შუასაუკუნეობრივი ცრურწმენისგან ემანსიპაცია, რომ ჩვენ არ გვაქვს საკუთარი credo და საკუთარი absurdum, რომლებიც, რასაკვირველია, რკინიგზებისა და ელექტროენერგიის რაციონალისტურად განწყობილი საუკუნის სულს მოერგო. ისიც ვთქვათ, რომ სიახლის ილუზიით თავის მოტყუება არ ღირს. თუკი მეხსიერებაში კარგად მოვიქექებით, ჩვენი რწმენის სიმბოლოსთვის მზა ფორმულას შორეული წარსულის გადმონაშთში მივაგნებთ. როგორც არ უნდა გაწვრთნათ ადამიანის გონება, იგი მაინც მოახერხებს ამა თუ იმ საბაბით რომელიმე „საფარველის ქვეშ შეძრომას, რათა მოსვენების ჟამს გული იჯეროს ბიწიერი მიდრეკილებებით. უმთავრესად ეს იქნება dolce far niente[2], რასაც, როგორც ჩანს, დაუნდობლად უტევს თანამედროვე მეთოდოლოგია! „რწმენას კატეგორიულად ეკრძალება თოფის გასროლის მანძილზე მიუახლოვდეს სფეროებს, სადაც მკაცრი მეცნიერული კვლევები მეფობენ. თავიდან აცილების მრავალფეროვანი ღონისძიებები იქნა გატარებული, რათა ვერაგმა მაცდურმა რამენაირად შეფარვით გზა არ გაიკვალოს ადამიანის არა მარტო გონების, არამედ „გულისკენაც. „რწმენა არამეცნიერულია - დღეს ეს უკვე ბავშვმაც იცის, და ჩვენ სკოლის ასაკიდან გვასწავლიან თავი შევიკავოთ საკუთარ თავთან დაახლოვებისგან, რომელიც სამუდამოდ არის კომპრომეტირებული ისეთი გამონაგონებით, როგორიც არის ასტროლოგია, ალქიმია და ა.შ. თუ მეთოდების შესახებ თანამედროვე მოძღვრების გაცნობა მოგიწევთ, თქვენ ამ უკანასკნელებს სრულიად დამშვიდებული დაშორდებით: მათ მიერ გამართულ დამცავ საგუშაგოთა ხშირი ქსელის გავლით ვერანაირი რწმენა ვერ გაიკვლევს გზას ადამიანის სულისკენ, თუნდაც იგი ნემსის წვერზე მცირე იყოს. თანამედროვე ცოდნის პოზიტიურობაში არავის შეაქვს ეჭვი, თვით ყველაზე უნდო და გამოცდილ ადამიანსაც კი. როდესაც ტოლსტოი ან დოსტოევსკი ომს უცხადებდნენ მეცნიერებას, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ კამათი ზნეობრივ საფეხურზე გადაეტანათ. მეცნიერება მართალია, რასაკვირველია, ეს ასეა, ამის შესახებ კითხვაც კი არ არსებობს, მაგრამ იგი ემსახურება მდიდრებს და არა ღარიბებს, იგი ადამიანებში უარყოფითი მიდრეკილებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ნიცშესაც კი აკლდა დროდადრო მხნეობა თანამედროვე მეცნიერებასთან პირისპირ შეყრისას და მას ამ უკანასკნელის მიერ მოპოვებული მიუდგომელი პოზიცია ფრიად აღელვებდა.

    საბედნიეროდ, ყველაფერი, რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი, როგორც უახლოესი განხილვისას ირკვევა, არასრულყოფილია. პროგრესული სამეცნიერო მუშაობის ათწლეულებმა ბრწყინვალე პრაქტიკული შედეგები მოგვცა, მაგრამ თეორიული აზროვნების სფეროში ახალმა დროებამ თითქმის არაფერი მოიტანა, თუმცა ჩვენ სახეზე გვაქვს ხმაურიან სახელთა გრძელი სია, დაწყებული დეკარტეთი და დასრულებული ჰეგელით. მეცნიერებამ ადამიანის სული არა იმით დაიპყრო, რომ მისი ყველა ეჭვი გაფანტა და არც იმით, როგორც ამას განათლებულ ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათი დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის შეუძლებლობა დაასაბუთა. მეცნიერებამ ადამიანები მოხიბლა არა თავისი ყოვლისმომცველობით, არამედ ცხოვრებისეული სიამეებით, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში აგრერიგ გაჭირვებაში მყოფი კაცობრიობა ისე დაეწაფა, როგორც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილით გატანჯული ღატაკი - პურის ნაჭერს. პოზიტიურ მეცნიერებათა გვირგვინად სოციოლოგიაა მიჩნეული, რომელიც თანაცხოვრების ისეთი პირობების შემუშავებას გვპირდება, რომლის დროს სიღარიბე, მწუხარება და ტანჯვა სამუდამოდ გაქრება დედამიწიდან. ნუთუ ეს ცდუნება არ არის?! და ნუთუ ასეთი მიმზიდველი პერსპექტივის სანაცვლოდ არ ღირს უარი ვთქვათ მოჩვენებით იმედებზე, რომლებითაც წარსულში ცხოვრობდა კაცობრიობა?! ძველი credo, quia absurdum-ის ადგილი დაიკავა ახალმა, უფრო სწორად კი განახლებულმა credo, ut intelligam[3].

    გარემომცველი სამყაროს გაგებაა აუცილებელი და ადამიანის ფანტაზიის მიერ ოდესმე წარმოსახული უდიდესი იდეალი განხორციელდება. სიხარულის ფონზე ვერავინ შეამჩნია, რომ ადამიანის გონება, რომელსაც ახლა თავად მეცნიერება, ეს განხორციელებული სიფრთხილე და უნდობლობა, ხელმძღვანელობს, კვლავ ხათაბალაში გაება, და რომ „შეცნობის რწმენას არანაირი უპირატესობა არ გააჩნია ადამიანებზე წარსულში გაბატონებულ სხვა რწმენებთან შედარებით. ამას დაუმატეთ იდეალი, სიტყვა, რომლის წინაშე მუხლის მოყრას კაცობრიობა თითქმის აკვნიდან არის მიჩვეული. სადღაა გადამოწმების, ეჭვის შეტანის, გამოკითხვის დრო?! არ არსებობს არც ერთი ფილოსოფიურად განათლებული ადამიანი, რომლისთვისაც ღირსსახსოვარი არ იყოს სქოლასტიკური credo, ut intelligam, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ ჩვენთან მას არანაირი შეხება არ აქვს და რომ ჩვენ გამოვედით იმ ჩვილი ასაკიდან, როდესაც რწმენა განსაზღვრავს გონებრივ ინტერესთა ხასიათსა და მიმართულებას. ჩვენ იმდენად ვართ დარწმუნებული, რომ მეცნიერულმა აღზრდამ სამუდამოდ დაგვიცვა შეუფერებელ გატაცებათა შესაძლებლობისგან, რომ უკანასკნელ დროს თავს უფლება მივეცით კვლავ დავახლოვებოდით საბრალო დევნილს. „ეს ჩვენი წინაპრებისთვის იყო რწმენასთან ურთიერთობა საშიში. გაუნათლებელი და უკულტურო ადამიანები - მათ არ იცოდნენ ცეცხლთან მოპყრობა და მისი მსხვერპლი ხდებოდნენ. ჩვენ კი მშვიდად დავტკბებით შუქითა და სითბოთი, რადგან ვიცნობთ სტიქიის ყველა საშიშ თვისებას და არ ვუფრთხით მის დამანგრეველ მოქმედებას. ასეთმა და მისმა მსგავსმა მსჯელობამ მიაძინეს ადამიანის აზრის ეჭვნეულობა და მიგვიყვანეს მეცნიერების მანამდე არნახულ ტრიუმფამდე. ვიღას გაუჩნდება სურვილი გაიმეოროს ძველი კითხვა: სად არის ჭეშმარიტება? ვინ არ იცის, რომ მეცნიერების გადმოსახედიდან ამ კითხვას არანაირი აზრი არ გააჩნია, რადგან როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, იგი ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს სამეცნიერო კვლევების ხასიათსა და მიმართულებაზე? მეცნიერებამ წინდაწინ იცის, რა სურს და საკუთარ მისწრაფებებს აყალიბებს დებულებების სახით, რომლებსაც იგი აქსიომებს ან წინაპირობებს უწოდებს, რომლებსაც დასაბუთება არ სჭირდებათ.

    II

    უკანასკნელ დროს, მას შემდეგ, რაც უსასრულო თეორიული კამათის შედეგად განსაკუთრებით მწვავედ დადგა საკითხი აქსიომათა წარმოშობის შესახებ, ფილოსოფიურ ლიტერატურაში შეიმჩნევა უაღრესად მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, ღირსშესანიშნავი მოვლენა. გერმანიის მთელი რიგი ფილოსოფოსები გამოდიან მიზეზობრიობის კანონის ე.წ. ნორმატული თეორიის წამოყენების მცდელობით. ამაში არსებითად ახალი არაფერია. ნორმატული თეორია მხოლოდ თავისებური ფორმაა კანტიანობისა. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ თანამედროვე მეცნიერები აუცილებლობად მიიჩნევენ განსაკუთრებით მკვეთრად გაუსვან ხაზი კანტის მოძღვრების იმ მხარეებს, რომელთა წინა პლანზე წამოწევას ტრანსცენდენტური იდეალიზმის ცნობილი დამფუძნებელი თავად არ თვლიდა საჭიროდ. მეცნიერებისა და ეთიკის კავშირი კანტთან ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ამას მის ბოლოდროინდელ მოწაფეთა კვლევები აღარ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული გონების პრიმატს ცნობდა, ბუნებრივი მოვლენების კანონზომიერებას იგი არასოდეს აღწერდა ჩვენ ზნეობრივ მოთხოვნებთან პირდაპირ კავშირში. „კანონი" მასთან დესპოტურად მეფობს, როგორც გარე სამყაროს მოვლენებზე, ასევე ადამიანის სულზე. ამით სრულდება კავშირი. ადამიანი და ბუნება მორჩილებაში არიან - ეს კანტისთვის საკმარისი იყო. თანამედროვე მოაზროვნეები კი - შესაძლოა მეტი მოუნდათ ან იგრძნეს, რომ კანტის პოზიციის შენარჩუნება ხელუხლებლად შეუძლებელი იყო - კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი თეორიული გონებისთვის დამოუკიდებელ კანონს არ ცნობენ - ისინი მას პრაქტიკული გონების კონტროლს უქვემდებარებენ და ცდილობენ კანტის მიზეზობრიობის დამოუკიდებელი კატეგორიების ზნეობრივ დასაბუთებას. კანტთან ერთად ასაბუთებენ ისინი, რომ გარე სამყაროს მოვლენებისთვის კანონზომიერება არ არის დამახასიათებელი, რომ მას ადამიანის გონება ნერგავს, მაგრამ ნერგავს არა იმიტომ, რომ შეუცნობელი ბედისწერის ძალით არის იძულებული ნებით თუ უნებლიედ შეასრულოს, შესაძლოა, ეს ორაზროვანი და მდაბალი პოლიციურ-ადმინისტრაციული როლი, არამედ იმიტომ, რომ ეს არის უზენაესი, თავად მორალის მიერ გამართლებული და ნაკურთხი როლი. ხოლო როდესაც მორალი გამოდის სცენაზე - ქუდები მოიხადეთ, ზედმეტი საუბარი უადგილოა.

    შესაძლოა ახლა მკითხველი ხვდებოდეს, რაოდენი აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა ნიცშეს ლაშქრობას მორალის წინააღმდეგ. მიზეზობრიობის კანონის ეთიკური დასაბუთების შემქმნელი გერმანელი ფილოსოფოსები საკუთარი გზით მიდიოდნენ და ალბათ აზრადაც არ მოსდიოდათ ნიცშეს არსებობა. თავის მხრივ, ნიცშესაც, რომელიც 70-იან წლებში ჩამოშორდა საუნივერსიტეტო ცხოვრებას და საერთოდაც ნაკლებად ინტერესდებოდა თანამედროვე ფილოსოფიური მოძღვრებით, სავარაუდოდ, არაფერი სმენია გერმანული ფილოსოფიის უახლეს მიმდინარეობათა შესახებ და ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა იმას, რომ იგივე საქმით იყო დაკავებული ამ მეცნიერების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგი თავისებურად იყო დაკავებული. იმ დროს, როდესაც გერმანიაში მთელი ძალისხმევა კანონზომიერების დაცემული პრესტიჟის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული და მაგიდაზე უკანასკნელი და უძვირფასესი ფსონი - მორალი იდებოდა (აღარაფერი დარჩენილიყო ანგარიშის გასასწორებლად), ნიცშემ გამოთქვა მოულოდნელი მოსაზრება, რომ ანგარიშსწორება ყალბი ფულით ხდებოდა, რომ მორალს თავად სჭირდებოდა გამართლება და, შესაბამისად, არ შეეძლო პასუხი ეგო მეცნიერებაზე. სასურველი სისავსითა და სიცხადით ეს აზრი ნიცშეს არსად ჩამოუყალიბებია. მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მას სრულად აცნობიერებდა. როგორც ჩანს, იგი ინსტინქტურად ხვდებოდა, რომ მანამ ვერ შეძლებდა მეცნიერებასთან შებრძოლებას, სანამ მისი მუდმივი და ძლევამოსილი მოკავშირე - მორალი არ იქნებოდა დამარცხებული. როგორც ვნახეთ, ინსტინქტმა არ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1