Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ხელოვნების ფილოსოფია
ხელოვნების ფილოსოფია
ხელოვნების ფილოსოფია
Ebook110 pages35 minutes

ხელოვნების ფილოსოფია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ხელოვნების ფილოსოფია" იპოლიტ ტენის ფუნდამენტურ შეხედულებას აყალიბებს ზოგადად ხელოვნების წარმომავლობის მიზეზების შესახებ. კერძოდ, ავტორი აღნიშნულის საფუძვლად თანადროულ ეპოქასა და მიმდინარე გლობალურ მოვლენებს ასახელებს. თხზულებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია XIX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაზე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 18, 2021
ხელოვნების ფილოსოფია

Related to ხელოვნების ფილოსოფია

Related ebooks

Reviews for ხელოვნების ფილოსოფია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ხელოვნების ფილოსოფია - იპოლიტ ტენი

    იპოლიტ ტენი - ხელოვნების ფილოსოფია

    Hippolyte Taine - Philosophie de l'art

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჭავარიანს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    ხელოვნების ფილოსოფია

    ხელოვნების ისტორიის უმთავრეს ეპოქებს რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, ხელოვნება ჩნდება და შემდეგ ქრება აზროვნების ზნე-ჩვეულებათა იმ განსაზღვრულ მიდრეკილებებთან ერთად, რომელთანაც თვითონ ეს ხელოვნება იყო დაკავშირებული. მაგალითად, ბერძნული ტრაგედია (ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე) ჩნდება მაშინ, როდესაც ბერძნები იმარჯვებენ სპარსელებზე, პატარ-პატარა რესპუბლიკური ქალაქების გმირულ ხანაში, იმ დიდი ბრძოლის დროს, როდესაც საბრძნეთი მთელ თავის ძალ-ღონეს იკრებს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი განათლებული ქვეყნიერება. შემდეგ, ამ დამოუკიდებლობისა და ენერგიის გაქრობასთან ერთად, როდესაც დაკნინდა ბერძენთა ხასიათი და მაკედონელების მიერ დამარცხებული საბერძნეთი უცხოელების კუთვნილებად გადაიქცა, ჩვენ ვხედავთ ტრაგედიის გაქრობასაც. ასევე, გოტიკური არქიტექტურა ვითარდება ფეოდალური წესწყობილების საბოლოოდ დამყარების დროს ნახევრად აღორძინების ეპოქაში, მეთერთმეტე საუკუნეში, როდესაც ნორმანელებისა და ყაჩაღებისგან განთავისუფლებული საზოგადოება იწყებს განვითარების გზით სვლას, და ქრება იმ დროს, როდესაც წვრილი, დამოუკიდებელი, მეომარი ბარონების ბატონობა და მისგან გამომდინარე ზნე-ჩვეულებანი იშლება, მეთხუთმეტე საუკუნის დამლევს, თანამედროვე მონარქიების გამოჩენის გამო.  ასევე, ჰოლანდიური მხატვრობა უდიდეს წარმატებას აღწევს იმ სახელოვან დროს, როდესაც ჰოლანდია შეუპოვარი და მამაცური ბრძოლის გზით საბოლოოდ თავისუფლდება ესპანეთის ბატონობისგან, ებრძვის ინგლისს ტოლფასი იარაღით, და ევროპის სახელმწიფოთა შორის ყველაზე მდიდარ, ყველაზე თავისუფალ და განვითარებულ სამრეწველო ქვეყნად იქცევა.

    სწორედ ასევე, ფრანგული ტრაგედია ჩნდება მაშინ, როდესაც მოწესრიგებულ, სათავადაზნაურო მონარქიასთან ერთად ლუი XIV დროს ბატონდება სამეფისკარო ცხოვრება, ბრწყინვალე რაუტები, ტურფადკაზმული არისტოკრატული შინაყმობა და ქრება მაშინ, როდესაც პრივილეგიების მქონე საზოგადოება და სასახლის დერეფნების ზნე-ჩვეულებანი ეცემა რევოლუციის დარტყმისაგან.

    მინდა შედარება მოვიხმო, რომ თქვენთვის უფრო საგრძნობი გახდეს ზნე-ჩვეულებისა და გაბატონებულ შეხედულებათა გავლენა ხელოვნებაზე. თბილი ქვეყნიდან ჩრდილოეთისკენ რომ წახვიდეთ, ახალ სარტყელს მიაღწევთ, შენიშნავთ ნიადაგის სულ სხვა კულტურას და სულ სხვა მცენარეებს: ჯერ ალოე და ფორთოხალი; პატარა მანძილს რომ გაივლით, ზეთისხილი და ყურძენი გაჩნდება; მერე მუხა და შვრია; უფრო შორს - ფიჭვი, და ბოლოს ხავსი და ბოწვერა. ყველა სარტყელს აქვს ნიადაგის თავისებური კულტურა და მცენარეები; ერთიცა და მეორეც იწყება სარტყელის თავში და თავდება მის ბოლოში; ერთიცა და მეორეც თავის სარტყელს არის დაკავშირებული და ეს სარტყელი წარმოადგენს მათი არსებობის აუცილებელ პირობას; თავისი არსებობით ან არარსებობით ის განაგებს ამ მცენარეთა გაჩენას და დაღუპვას. და რა არის ეს სარტყელი, თუ არა ერთგვარი ტემპერატურა, ერთგვარი ოდენობა სითბოსი და ტენიანობისა; ერთი სიტყვით, გაბატონებულ პირობათა რიგი არსებითად ანალოგიურია იმისა, რასაც ჩვენ ეს-ეს არის ახლა ვუწოდეთ საზოგადოების მსოფლმხედველობა და მისი ზნე-ჩვეულებანი. როგორც არსებობს ერთგვარი ფიზიკური ტემპერატურა, რომელიც თავისი ცვალებადობით იწვევს ამა თუ იმ მცენარის ჯიშის გაჩენას, - სწორედ ასევე, არსებობს ერთგვარი მორალური ტემპერატურა, რომელიც თავისი ცვალებადობით იწვევს ხელოვნების ამა თუ იმ დარგის გაჩენას და როგორც ფიზიკურ ტემპერატურას ვსწავლობთ, - რათა შევიგნოთ ამა თუ იმ მცენარის გაჩენა, იქნება ეს სიმინდი თუ შვრია, ალოე თუ ნაძვი, - ასევე უნდა შევისწავლოთ მორალული ტემპერატურა, რომ შევიგნოთ ხელოვნების რომელიმე დარგის გაჩენა - კერპთაყვანისმცემლური

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1